გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანთან აქციის მონაწილეებმა გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილი ავტომაგისტრალის გახსნას ცდილობს.
ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.