ვაშინგტონში დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს
05-10-2018, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონში დააპატიმრეს ასეულობით პროტესტანტი, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს.

 


„რესპუბლიკელებმა“ გამოაცხადეს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ანგარიშმა ბრეტ კავანო სექსუალური შევიწროების ბრალდებებში გაამართლა, მაგრამ „დემოკრატებმა განაცხადეს, რომ 5-დღიანი გამოძიება „არ არის სრულყოფილი“, რადგან ის თეთრი სახლის მიერ იყო შეზღუდული.

 


სენატში კავანოს დასამტკიცებლად პროცედურული კენჭისყრა პარასკევს გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მან სენატის „რესპუბლიკელი“ წევრებისგან სრული მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ხუთშაბათს ორმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რომელთა მხარდაჭერაც არსებითი იყო, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მოხსენება პოზიტიურად შეაფასეს.

 


თუკი ტრამპის მიერ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის უვადო თანამდებობაზე წარდგენილი კავანოს კანდიდატურა დამტკიცდება, მოელიან, რომ 53 წლის თემიდას მსახური დაეხმარება კონსერვატორებს 9 წევრისგან შემდგარ პანელში, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეთქმის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი, იარაღის კონტროლი და საარჩევნო წესები.

 


კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად, მოსამართლე კავანომ დაიცვა თავისი ნეიტრალურობა „უოლ სთრით ჯორნალ“-ის სარედაქციო გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით - „მე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მოსამართლე ვარ“.

 


რა მოხდა საპროტესტო აქციაზე?

 


ათასობით, ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა დემონსტრანტმა მოაწყო მარშირება ამერიკის დედაქალაქში ხუთშაბათს. მათი მსვლელობა სააპელაციო სასამრთლოდან დაიწყო, სადაც კავანო ამჟამად თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობს.

 


ამის შემდეგ მსვლელობა კაპიტოლ ჰილისკენ წარიმართა და ბოლოს უზენაეს სასამრთლოსთან გაგრძელდა, სადაც დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ: „კავანო უნდა წავიდეს!“

 


პოლიციამ წრე შემოარტყა პროტესტანტებს სენატის შენობასთან მას შემდეგ, რაც ისინი იქ ჩამოჯდნენ და უარი განაცხადეს ფეხი მოეცალათ იქიდან.

 


პოლიციის ცნობით, საერთო ჯამში 302 ადამიანია დაკავებული, მათ შორის კომედიანტი ემი შუმერი და მოდელი ემილი რატაჯკოვსკი.

 


პროტესტი გამოხატეს ასევე ნიუ იორკშიც, „ტრამპ თაუერის“ შენობის წინ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი