ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. პროტესტის მიზეზი 50 წლამდე მამაკაცის გარდაცვალება გახდა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მამაკაცი შემოწმების მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, მძღოლმა კი უთხრა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ წამლის მიღება სჭირდებოდა, თუმცა პატრულმა ის სახლში არ გაუშვა, ახსნა-განმარტების მომენტში კი მძღოლი გარდაიცვალა.
„აქ ამბობენ, რომ მამაკაცი ცუდად იყო და პატრულს სახლში მისვლა სთხოვა, პატრულმა კი არ გაუშვა, ამ საუბარში იგი გარდაიცვალა, რის გამოც ხალხი სპონტანურად შეგროვდა და გზა გადაკეტა“, ამბობს აქციის მონაწილე გოჩა სურგულაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პატრულის დასჯას ითხოვენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დეტალებს აზუსტებენ და ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.