2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება და ეს შეეხება, როგორც ასაკობრივ პენსიას, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ასევე გაიზრდება 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსიაც.
„ბიუჯეტის კანონით პენსია განისაზღვრება, სხვა დანარჩენი – მთავრობის დადგენილებით. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
2019 წლდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 200 ლარი ხდება. ასევე იზრდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პენსიაც.
2018 წლის 10 მაისს, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.