თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ რომან მამრიკიშვილთან ერთად მიმდინარე პროცესები დაათვალიერეს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „ჯორჯიან პლასტიკის“ წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
„აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება და მასზე 144 348 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წლის ბოლოს კვახჭირის მოსახლეობა წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
სასმელი წყლის პრობლემა აქტუალურია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და აქტიურად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჯამად სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს სოფ. ზედა სიმონეთსა და ქ. თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა, ხოლო უახლოეს მომავალში წყლის სისტემის მოწყობის სამუშოები სიქთარვასა და ბარდუბანში დაიწყება“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.