თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. პირველ ეტაპზე ყველა ტერიტორიულ ერთეულში არსებული წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარებისა და ჭების მდგომარეობის ინსპექტირება განხორციელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემები წლების მანძილზე იყო მიუხედავი, გაუსუფთავებელი, ზოგიერთი ნახევრად დანგრეულიც კი, რაც სასმელი წყლის დაბინძურებას იწვევდა. აქედან გამომდინარე, თუ კომპლექსურად არ მოწესრიგდა აღნიშნული ნაგებობები, მხოლოდ დაქლორვა საკმარისი ვერ იქნება.
სოფლის წარმომადგენლებს დაევალათ მათ ტერიტორიაზე არსებული წყლის ნაგებობების შესწავლა და შესაბამისად წარმოდგენა იმ მოთხოვნებისა, რაც საჭიროა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. მათთან ერთად საკითხის შესწავლაში მონაწილეობას მიიღებს შ.პ.ს. თერჯოლის პროფდეზინფექციის სამსახურის წარმომადგენელი. საჭიროების შემთხვევაში საკითხის მოგვარებაში ჩაერთვება დასუფთავების სამსახური, ხოლო თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით-საფინანსო სამსახური.
აღნიშნულ საკითხებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების, შპს თერჯოლის პროფდეზიფენქციისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლების ერთობლივი თათბირი გაიმართა.
ერთობლივი ძალისხმევით ახალი სასწავლო წლისათვის უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის მოგვარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.