დავით ბაქრაძე: სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებებს იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა
22-10-2018, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ციტატები მისივე წიგნიდან, ჰააგის სასამართლოში წარადგინა.

 


დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის მოსაზრებები ოკუპანტ ქვეყანას გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა გაამართლოს.

 

 

„როგორც იცით, საქართველომ შეიტანა ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამ სარჩელთან დაკავშირებით რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, შესაგებებელი სარჩელი და რუსეთის საპასუხო სარჩელში ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია, სწორედ ციტატები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ეს არის უკვე მომხდარი და უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალბატონ ზურაბიშვილის მოსაზრებებს და მის ხედვას იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და გაამართლოს ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად. ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი,“ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი