საფრანგეთის ალპებში თხილამურებზე სრიალისას დაშავებული მიხაელ შუმახერის ოჯახის წევრები სიცოცხლესთან მებრძოლი ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონის საწოლთან ფხიზლობენ.
შუმახერის მენეჯერმა საბინ კემმა თქვა რომ ვეტერანი სპორტსმენის ცოლი კორინა, ქალიშვილი ჯინა მარია და ვაჟი მიკი, შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
გრენობლის უნივერსიტეტის საავადმყოფოს პროფესორმა ჯინ ფრანკოს პეინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ არ შეუძლიათ 44 წლის ფორმულა ერთის მძღოლის სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზი გააკეთონ.
"იგი ტვინის ფუნქციონირების აღდგენის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ ყოველსაათობრივად ვმუშაობთ ამ პროცესის ნორმალიზებისთვის." როგორც პეინიმ თქვა, შუმახერს რომ სრიალისას ჩაფხუტი არ კეთებოდა, ის "ახლა აქაც აღარ იქნებოდა."
როგორც ბიბისის ჟურნალისტი, იმოგენ ფოლკსი ამბობს, არსებობს პრეცედენტები იმისა, რომ შუმახერის მსგავსი დაზიანების პაციენტები გადარჩნენ. მისივე თქმით, კომური მდგომარეობა პაციენტის ჯანმრთელობის სტაბილიზაციის პარალელურად, შესაძლოა რამდენიმე კვირა, მანამ გაგრძელდეს, სანამ სრული გამოჯანმრთელება არ იქნება მიღწეული.
შუმახერის მხარდასაჭერი აურაცხელი განცხადებები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ვრცელდება. გერმანიის კანცლერის წარმომადგენლის თქმით, ანგელა მერკელის მთავრობა, ისევე როგორც მილიონობით გერმანელი "უკიდურესად შოკირებულნი" არიან მომხდარით.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიხაელ შუმახერი გადაიტანს კომურ მდგომარეობას და გამოჯანმრთელდება" - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
ფერარის ყოფილი თანაგუნდელი, ფილიპ მასა, რომელმაც 2009 წელს უნგრეთში თავის არეში სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი დაზიანება მიიღო და სიკვდილს გადაურჩა, წერს: "ჩემო ძმაო, მე შენთვის ვლოცულობ! ვიმედოვნებ, რომ მალე გამოჯანმრთელდები! ღმერთი იყოს შენი მფარველი მიხაელ!"
44 წლის ლეგენდარული გერმანელი, რომელმაც ფორმულა ერთზე უარი მეორედ 2012 წელს თქვა, საავადმყოფოში ვერტმფრენით კვირას, 29 დეკემბერს თხილამურებზე სრიალისას წაქცევისა და დაშავების გამო გადააფრინეს. იგი დაშვებისას კლდეს თავით დაეჯახა. ამ დროს შუმახერთან ერთად მისი 14 წლის ვაჟი და კიდევ რამდენიმე სხვა მოთხილამურე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.