Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომლის ბორტზეც 188 ადამიანი იმყოფებოდა, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა - არც ერთი გადარჩენილი არ არის ნაპოვნი.
როგორც BBC იუწყება, თვითმფრინავი ახალი ტიპის ავიალაინერი იყო და უცნობია, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. Lion Air-ი ინდონეზიის ყველაზე მსხვილი დაბალტარიფიანი ავიაგადამზიდია.
თვითმფრინავი წყალში 30-40 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ავიალაინერის ფრაგმენტებს.
„ჯერჯერობით არ ვიცით, გადაურჩა თუ არა ვინმე ავიაკატასტროფას“, უთხრა სამაშველო სააგენტოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. „ჩვენ იმედი გვაქვს, ჩვენ ვლოცულობთ, მაგრამ არ შეგვიძლია დავადასტუროთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.