საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი სტუმრობს. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, ქართველ და ლატვიელ გენერლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
გენერალური შტაბის უფროსმა ლატვიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
გენერლებმა ლატვიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე გამახვილდა, რაც საქართველოსა და ლატვიის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ლატვიელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში - „Agile Spirit 2019“ მიიღებენ მონაწილეობას.
კოლეგებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებსა და განათლების კუთხით თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზეც იმსჯელეს. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, საქართველო ლატვიისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების შეთავაზებას კვლავ გააგრძელებს.
გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი 1 და 2 ნოემბერს, ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. დაგეგმილია ლატვიელი გენერლის სტუმრობა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.
ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.