სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული და 150 000-ზე მეტი ევაკუირებული კალიფორნიაში ორი დიდი ტყის ხანძრის გაჩენის შედეგად
10-11-2018, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული და 150 000-ზე მეტი ევაკუირებული კალიფორნიაში გაჩენილი ორი დიდი ტყის ხანძრის გამო. ხუთი გარდაცვლილი ადამიანი ავტომანქანებში იპოვეს კალიფორნის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქში, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.

 


BBC-ის ცნობით ხანძარს მოცული აქვს ლოს-ანჯელესის დასავლეთი ნაწილი, მთავარი ავტომაგისტრალი და სანაპირო ზოლისკენ, მათ შორის მალიბუსკენ ინაცვლებს, სადაც ზოგიერთი სახლი უკვე ცეცხლის ალშია გახვეული.

 


ძლიერი ქარის გამო ორივე ხანძარი სწრაფად ვრცელდება.

 


ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ღამის განმავლობაში და ავტომაგისტრალ 101-ს მისწვდა, რომელიც მთავარი გზატკეცილია ლოს ანჯელესის დასავლეთ ნაწილში. პარასკევს, ადგილობრივი დროით შუადღისას, ცეცხლი 14 000 აკრზე (5 665 ჰექტარზე) იყო მოდებული.

 


ხანძარმა Thousand Oaks-ის სიახლოვეს, ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 40 მილის (64კმ) დაშორებით იფეთქა - იქ, სადაც ოთხშაბათს ბარზე მომხდარი თავდასხმისას 12 ადამიანი იქნა მოკლული - და 75 000 სახლის მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.

 


სტიქიის მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მალიბუში და ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილის განაპირას კიდევ ათასობით სხვა მობინადრეც გააფრთხილეს ევაკუაციის შესახებ.

 


რა მოხდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში?

 


ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაწყებულმა სხვა ხანძარმა კი 20 000 აკრი ( 8 100 ჰექტარი) და ქალაქი პარადაიზი მთლიანად გაანადგურა.

 


ადგილობრივი შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ 5 ადამიანი თავიანთ ავტომანქანებში დაიწვა და მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

 


სახანძრო სამსახურის ცნობით ხანძარს, რომელიც შტატის დასავლეთით მიემართება, თან 56კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ქარი ახლავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი