აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: ”Burchali is ancient Azerbaijan land” (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); ”Sarvan no Marneuli”, ”Bostandere No Rustavi” და ”Choruk Gemerli! No Bolnisi!” გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს, თუმცა შესაბამის ვიდეო ან ფოტო მასალა ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხით დგანან.
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921″.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს.
"ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო ფაქტიურად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი", _ განაცხადა ელჩმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
გუშინდელი მატჩი აზერბაიჯანული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. "გაბალამ" "დინამო თბილისს" ანგარიშით 2-0 მოუგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.