სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) კვაუთის მთავარანგელოზთა სახელობის ახლადაღდგენილი ტაძარი აკურთხა
26-11-2018, 23:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) კვირას, 25 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში, კვაუთის მთავარანგელოზთა სახელობის ახლადაღდგენილი ტაძარი აკურთხა და წირვა-ლოცვა აღავლინა.

 

 

 


დანგრევის პირას მისული ტაძრის აღდგენა 2010 წელს აკაკი ბარქაიამ ითავა. ამ იდეის განხორციელებას წინ უძღოდა 2009 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ სამების საკათედრო ტაძარში ბარქაიების გვარის დალოცვა, რის შემდეგაც დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლის, სოფ. კვაუთის შუა საუკუნეების (XI - XII) მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის აღსადგენი თანხების მოძიება.

 

 

 


ბარქაიების გვარის წარმომადგენელთა მიერ გაღებული შეწირულობის შედეგად, დაახლოებით ერთ წელიწადში შეიქმნა ტაძრის პროექტი, რომელიც დამტკიცდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს საბჭოს მიერ.

 

 

 

(სოფ. კვაუთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია აღდგენამდე - 2012 წელი) 

 


მოგვიანებით, 2016 წელს, ამ უნიკალური ძეგლის აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება „ქართუ ჯგუფმა“ ითავა, სამუშაოები კი სს სამშენებლო კომპანია „ივერთმშენმა“ განახორციელა.

 


შემდგომი ეტაპი, დაახლოებით 2 წელი, დაეთმო საეკლესიო აღჭურვილობის - ნივთების შეძენას. ამასთან, ხელახლა აიგო ქვის (ნიჩბისი) კანკელი.

 

 

 


რვაწლიანი შრომის შემდეგ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს მიერ კვაუთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის კურთხევით, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში წირვა-ლოცვების აღვლენა გახდა შესაძლებელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი