[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ბიძინა ივანიშვილი სტუმრად პოეტ დავით მაღრაძის გადაცემაში (ვიდეო)
08-02-2014, 23:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

     

 

ბიძინა ივანიშვილმა პოეტ დავით მაღრაძესთან გადაცემაში "შეხვედრები მწერალთა სახლში" - არაერთ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდ რისკი და ყველაზე სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში, მისი პოლიტიკაში მოსვლა იყო.

 

 

"მე სხვის ხარჯზე არასოდეს არ მიცდია გამდიდრება, კანონი არ უნდა დაარღვიო, მე როცა სახელმწიფოს მხრიდან რუსეთში იყო უკანონობები, ხმას ვიმაღლებდი. მე ყველგან დაბალანსებულობა მახლდა, რუსეთში ფრთხილს მეძახდნენ, ეს სიფრთხლე დავარღვიე მაშინ როცა პოლიტიკაში შემოვედი. მსგავსი რისკი მე არასოდეს არ გამიწევია. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი რისკი და ყველაზე სწორი ნაბიჯი".


"ვისმენ კრიტიკას იმაზე, რომ რაღაცა მინდა. რა მინდა, ფული ვიშოვო?.. ზოგი მხოლოდ საკუთარი სამრეკლოდან ზომავს. კითხულობენ გაუთავებლად, რა უნდა ამ კაცს, რა ეშმაკი უნდა?"

 

 

ივანიშვილმა მაღრაძესთან საუბრისას განმარტა, რომ უნდა ის, რაც თითოეულ ქართველს, იყოს თავისუფალი მოქალაქე და ღირსეულად იცხოვროს საკუთარ სამშობლოში.


"მჯერა, აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს და ნატრობს დაბრუნდეს თავის მიწაზე".


ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავარი პროკურორი ციხიდან მის მოტაცებაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა იკითხა:

 

 

"რა უქნა მერე, ნამუსი ახადა? გააუპატიურა? მთავარ პროკურორს იმის უფლება არ აქვს პატიმარი ნახოს? ამათ დანაშაულის აღიარების თავი არ აქვთ. თურმე მერაბიშვილი მოიტაცეს. ამაზე დიდი აბსურდი შეიძლება?"


ივანიშვილმა ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი შეცვლილ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა: "მდგომარეობა პრინციპულად შეცვლილია ევროპაში, ახლა უკვე თქვეს, რომ გაოცებული ვართო თქვენი დემოკრატიული ქმედებით. ამას უნდოდა დრო. ობიექტური ეჭვები ჰქონდათ, ახლა გაქრა ეს ეჭვები".

 

 

მან გადაცემაში განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ ერთი-ორის მიმართ შეიძლება იყოს კითხვები.

 

 

"რაც პოლიტიკაში შემოვედი, ჩემგან ყველა შექებული იყო. არავინ მამჩნევდა მე. არავის ჰქონდა ის განცდა, რომ აქ ვიღაც ლიდერი ზის და რაღაცეებს კარნახობს. ვერ დავეთანხმები იმას, რასაც მიკიჟინებენ _ არ აკრიტიკებსო. მხოლოდ კრიტიკა არ შეიძლება, გაგიჟდებიან ეს მინისტრები. იქ წესიერი ხალხია, აბსოლუტური უმრავლესობა. შეიძლება, ერთი-ორზე რაღაც კითხვები ჩანდეს, მაგრამ თვითონ ირაკლი საოცარი პატრიოტია. კონტროლი არ ნიშნავს მხოლოდ კრიტიკას, რაზეც გახსნილად საუბრობენ. თუ მხოლოდ ვლანძღეთ, ეს მეორე უკიდურესობაში წაგვიყვანს. ჩვენ არ უნდა მოვაპარინოთ, სიცრუე არ უნდა ვაპატიოთ, ძვირი მანქანები არ უნდა ვაპატიოთ, რაც კარგად მოხდა და მე ამას მხარი დავუჭირე, მაგრამ დამატებით რა მეთქვა? დღეს არცერთ მინისტრს არ ესიამოვნება, რომ 160 000 გადაიხადოს ჯიპში", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტი ოპტიმალურადაა დაკომპლექტებული. "შერჩევა როგორიც მოხდა, შეიძლება, საუკეთესო არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპტიმალურია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი