საფრანგეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების მატების გამო მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის საკითხზე არსებული შეთანხმებიდან გამოსვლის მართებულობას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მე მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობარი ემანუელ მაკრონი და პროტესტანტები პარიზში შეთანხმებამდე მივიდნენ, რასაც მე ორი წლის წინ მივაღწიე. პარიზის შეთანხმება ღრმად მცდარია, რადგანაც ის ზრდის ფასებს ენერგორესურსებზე, პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნებისთვის მაშინ, როცა მსოფლიოში ზოგიერთ ყველაზე საშინელ დამბინძურებელ ქვეყნებს სასათბურე პირობებში აქცევს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ და დაამატა:
„მე მინდა სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი და მივაღწიე დიდ წარმატებებს ამერიკის გარემოს გაუმჯობესებაში. მაგრამ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა და ამერიკელმა მუშებმა არ უნდა გადაიხადონ სხვა ქვეყნების მიერ დაბინძურებული გარემოს გაჯანსაღებისთვის“.
პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წელს გამოაცხადა, რომ აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოდის.
პარიზში ბენზინსა და დიზელზე ფასების მატების გამო „ყვითელჟილეტიანების“ მიერ 17 ნოემბერს დაწყებული მძლავრი და ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები, რაც მოგვიანებით დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებსა და მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, იმის საფუძველი გახდა, რომ საფრანგეთის პრემიერ მინისტრს, ედუარდ ფილიპს საწვავზე ფასების მატების თაობაზე ექვსთვიანი მორატორიუმი გამოეცხადებინა.
არეულობების დროს საფრანგეთის დედაქალაქში 412 ადამიანი დააკავეს, დაზიანებები მიიღო 133-მა, მათ შორის 23-მა სამართალდამცველმა, დაიღუპა 4 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.