200 ხმით 117-ის წინააღმდეგ - ტერეზა მეის „კონსერვატორი“ დეპუტატების უმრავლესობამ ნდობის კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
13-12-2018, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატორი“ დეპუტატების უმრავლესობამ ტერეზა მეის ნდობის კენჭისყრით გადაწყვიტა, მისი პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩენა. კენჭისყრის შედეგი ამ წუთებში გახდა ცნობილი. მეიმ 200 ხმით 117 წინააღმდეგ ნდობის კენჭისყრა მოიგო. 

 


მეის პოსტზე დასარჩენად 159 ხმა ესაჭიროებოდა.

 


ოფიციალური შედეგის გამოცხადებამდე კი „ბრექსიტის“ მინისტრმა რობინ უოკერმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, „ტორების“ დეპუტატთა სულ მცირე ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი ტერეზა მეის.

 

 

როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ნდობის კენჭისყრა მოიგო, ფუნტი სტერლინგი წამყვან უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გაუფასურდა.

 


ფუნტი დოლართან მიმართებაში 0.44%-ით დაეცა და ერთი გირვანქა სტერლინგი ახლა 1.2602 აშშ დოლარი ღირს.

 

 

ტრანსპორტის მინისტრმა ქრის გრეილინგმა განაცხადა, რომ პარტიისთვის რთული დღე იყო, მაგრამ დეპუტატებმა „მნიშვნელოვანი სხვაობით“ დაუჭირეს მხარი ტერეზა მეის.

 


მისი თქმით, კენჭისყრის შედეგი პრემიერ მინისტრისა და პარტიისთვის გაკვეთილს წარმოადგენს, მაგრამ ეს მაინც „მხარდაჭერის მძლავრი ჩვენება“ იყო.

 

 

ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ უფრო მეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი პრემიერ მინისტრს ამ კენჭისყრისას, ვიდრე 2016 წელს ხელმძღვანელის პოსტზე არჩევის საბოლოო რაუნდისას.  

 

 

„ტორების“ დეპუტატმა ვიკი ფორდმა თქვა, რომ „გამარჯვება გამარჯვებაა“ და ეს მისცემს მეის სრულ მანდატს, რომ ბოლომდე მიიყვანოს „ბრექსიტის“ შეთანხმება.

 

 

„შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ საპარლამენტო ლიდერმა იან ბლაკფორდმა განაცხადა, რომ იმ დროს როცა ტერეზა მეის მისსავე პარტიაში 117 დეპუტატი მხარს არ უჭერს, დროა ტორების მთავრობა წავიდეს.

 

 

„შოტლანდია უნდა გადარჩეს „ბრექსიტისგან“. ეს არის გადაუდებელი პრიორიტეტი. მაგრამ ჩვენ უნდა ვუთხრათ შოტლანდიას, რომ თუ ჩვენ გვინდა უესტმინისტერის ქაოსის ალტერნატივა, ეს დამოუკიდებლობაა“, დაწერა მან „თვითერზე“.

 

 

ჩრდილოვანმა ფინანსთა მინისტრმა ჯონ მაკდონელმა კი „თვითერზე“ დაწერა, რომ  ეს „მეისთვის შოკისმომგვრელი შედეგი“ იყო, რადგან მისი თქმით, მას პარტიაში უზარმაზარი რაოდენობა - 117 მოწინააღმდეგე „კონსერვატორი“ დეპუტატი ჰყავს, რომელმაც მას ხმა არ მისცა.  

 


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კენჭისყრამდე ბოლოჯერ მიმართა თემთა პლატის რიგით დეპუტატებს მათთან ემოციური შეხვედრისას და მოუწოდა მხარი დაეჭირათ მისთვის. მეიმ მათ უთხრა, რომ იგი არ უხელმძღვანელებდა პარტიას 2022 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებზე, მაგრამ სურდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე, რათა ბოლომდე მიეყვანა „ბრექსიტის“ შეთანხმება, განაცხადეს დეპუტატებმა.

 


ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც „ტორების“ 48 დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მათ თავიანთი პარტიის ლიდერისადმი უნდობლობა გამოხატეს.

 

 

„კონსერვატორების“ დეპუტატთა უმრავლესობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ პრემიერ მინისტრს, მაგრამ კენჭისყრა ფარული იყო და აქედან გამომდინარე უესტმინისტერის სასახლის ნომერ 14 დარბაზში კენჭისყრის წინ პარტიის მენეჯერები ნერვიულობდნენ.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი