ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თებერვლის ბოლოს პენსიაზე „ღირსეული გასვლით“ თანამდებობიდან მიდის, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს.
„თვითერზე“ ტრამპმა დაწერა: გენერალი მატისი „ჩემი დიდი დამხარე იყო მოკავშირეების და სხვა ქვეყნების მოპოვებაში, რომ გადაეხადათ თავიანთი სამხედრო ვალდებულებების წილი“.
მატისის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა სადავო გადაწყვეტილების შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები სირიიდან გამოვლენ.
ტრამპს თავდაცვის მდივნის შემცვლელი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ ის მალე იქნება დანიშნული.
თავისი გადადგომის წერილში გენერალმა მატისმა აღწერა თავისი შეხედულებები „მოკავშირეებისადმი პატივისცემით მოპყრობაზე“ და „ამერიკული ხელისუფლების ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე, მოეხდინა საერთო თავდაცვის უზრუნველყოფა“, წერს BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.