ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომაზე თქვა, რომ „უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია... მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში“
28-12-2018, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 27 დეკემბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე თქვა, რომ „უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია... რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში“.

 

 

წმინდა სინოდის 27 დეკემბერს მიღებულ განჩინებაშია ნათქვამია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდება წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე.

 


წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, მისასალმებელი სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წარმოთქვა, სადაც აღნიშნა, თუ რა მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ „ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის“.

 

 

განჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა:

 


„დღეს საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში შედგა წმინდა სინოდის კრება.

 


თბილისი, 27 დეკემბერი, 2018 წელი;

 


მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 


მან თქვა: მართლმადიდებელი ეკლესია არის ის ეკლესია, რომელიც დააფუძნა უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ.

 


მადლობა ღმერთს, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა. ჩვენი წმინდანები, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი გვეხმარებიან ჩვენი ეკლესიის დაცვაში.

 


მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება.

 


რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში.

 


ასევე უწმინდესმა ბრძანა, ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის.

 

 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, წაიკითხა ყოვლად უწმინდესის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილები.

 


მსჯელობაში სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტები: გრიგოლი, პეტრე, თეოდორე, ნიკოლოზი, იოანე, სპირიდონი, ანდრია, დავითი. ეპისკოპოსები – გიორგი, დოსითეოზი.

 


კრებამ მოისმინა და იმსჯელა შექმნილი სიტუაციის გამო და განაჩინა:

 


მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს, საქართველოს სამოციქულო სამწყსოს საქართველოსა და უცხოეთში არსებულ ჩვენს სამრევლოებს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ, ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა“,- აღნიშნულია განჩინების ტექსტში.

 

 

წმინდა სინოდმა განჩინება კიდევ ოთხ საკითხზე გამოაქვეყნა:

 

 

„კრებამ მოისმინა მოხსენება რუსთველი იოანე გამრეკელისა, რომელიც ეხება ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონი გიორგაძის წმინდანად შერაცხვას. კრებამ მოისმინა, იმსჯელა და განაჩინა: ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონ გიორგაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დოკუმენტაცია შეისწავლოს წმინდათა კანონიზაციის კომისიამ და დასკვნები მოახსენოს მომავალ სინოდის კრებას.

 


. უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რომ აღორძინებას განიცდის და ვითარდება სამონასტრო ცხოვრება-მოღვაწეობა, რისთვსაც ვმადლობთ ღმერთს. რაც თავისთავად აჩენს აუცილებლობას, რომ შეიქმნას ძველის გათვალისწინებით საქართველოს სამონასტრო მართვა-გამგეობის დებულება. მოსაზრება გამოთქვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ. კრებამ მოისმინა, იმსჯელა და განაჩინა: შეიქმნას კომისია, საქართველოს სამონასტრო მართვა-გამგეობის დებულების შესამუშავებლად.

 

 

. კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ეკლესიაში, რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით.

 


კრებამ განაჩინა: 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად.

 


მომავალ 2019 წელს სრულდება 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან. საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება. იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის შანსს ღვთის მიერ გარდამოვლენილი მადლის განახლებას. წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის კურთხევა, გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. მადლის განახლება გახდება გვირგვინი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი აღმავლობის პროცესებისა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, მოგზაურობაში, რომელიც მომავალ წელს ოცდამეათეჯერ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სამღვდელოებასა და მრევლისაგან შემდგარი ჯგუფები ყველა ეპარქიიდან.

 


. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა წარმოადგინა ისტორიული დოკუმენტაცია და კვლევა, მისდამი რწმუნებული ეპარქიის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს, მიტროპოლიტებმა ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ – მანგლისისა და თეთრიწყაროს და თეოდორე ჭუაძემ – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის. კრებამ მოისმინა, იმსჯელა და დაადგინა: აღსდგეს ისტორიული ეპარქია და ეწოდოს შემდეგი სახელი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით, ამინ“,- აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი