მაშველები ამ დრომდე ეძებენ ცენტრალური რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს.
ურალის რეგიონში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 40 კი დაკარგულად არის გამოცხადებული.
ქალაქში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა.
48 ბინისაგან შემდგარ საცხოვრებელ კორპუსში 120 ადამიანი ცხოვრობდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ინდუსტრიულ ქალაქში ტემპერატურა -17C-ს შეადგენს და ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ნანგრევებში ვინმე გადარჩენილი იპოვონ.
რუსული სატელევიზიო არხის „ვესტის ახალი ამბების“ თანახმად, ინციდენტის ადგილიდან 16 გადარჩენილის, მათ შორის 7 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ოთხი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
აფეთქება ადგილობრივი დროით 06:02 საათზე მოხდა და ვარაუდობენ, რომ აფეთქების ეპიცენტრი პირველი სართული იყო, სადაც ოფისები იყო განთავსებული და ამის შემდეგ დანარჩენი 7 სართული ჩამოიქცა. დაზიანებები აქვს მიღებული ახლომდებარე საცხოვრებელ ბინებსაც.
ქალაქი მაგნიტოგორსკი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 695 კილომეტრში მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.