1984 წელს დაფუძნებული ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair -ი დიდი ბრიტანეთის ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე ცუდ ავიახაზებად დასახელდა.
Ryanair-მა კვლევაში, რომელშიც დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო რეისების განმახორციელებელი ავიაკომპანიები იყვნენ შეყვანილი, ბოლო, მე-19 ადგილი დაიკავა.
პირველ ხუთეულში კი „Aurigny Air Service“-ი, Swiss Airlines-ი, Jet2, ნორვეგიული და ჰოლანდიური KLM-ი მოხვდნენ.
კვლევაში, დიდი ბრიტანეთის სხვა მსხვილი გადამზიდავებმა „Easyjet“-მა და „British Airways“-მა მე-11 და მე-15 ადგილები დაიკავეს.
Easyjet-მა British Airways-ი დაამარცხა ქულებით შემდეგი მიმართულებითაც - საჭმელი და სასმელი, კლიენტების მომსახურება, მაგრამ ორივემ დაბალი რეიტინგი მიიღო თვითმფრინავის სავარძლების კომფორტულობის მხრივ.
Ryanair-ს 2018 წელს გაფიცვის გამო რეისების გაუქმება მოუწია, მაგრამ უარი განაცხადა მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდაზე და სამჯერ შესთავაზა მომხმარებელს ბარგის ახალი წესები.
აღნიშნულმა ავიაკომპანიამ, რომელიც წინასწარი პროგნოზით მიმდინარე წელს 141 მილიონ მგზავრს გადაიყვანს, მგზავრები ასევე განსაკუთრებული შთაბეჭდილებების გარეშე დატოვა ხომალდის ბორტზე ასვლის პროცედურების გავლის, სავარძლების კომფორტულობის, საჭმლის და სასმელის შეთავაზების და თვითმფრინავში არსებული გარემოს მხრივ.
კვლევის მიხედვით, „ათასობით რესპონდენტმა“ თქვა, რომ ისინი არასოდეს იმგზავრებდნენ ისევ ავაიხაზებით.
კვლევაში მონაწილეთაგან კი, რომელთაც ავიახაზები აირჩიეს მათი მომავალი გადაადგილების საშუალებად, 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი Ryanair-ს მომავალში არასოდეს აირჩევდნენ.
მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი ავიაციის კონსულტანტმა ქრის ტარიმ თქვა, რომ კმაყოფილების დაბალი რეიტინგის მიუხედავად, მომხმარებლები ჯერ კიდევ საკმაოდ კმაყოფილნი იყვნენ Ryanair-ით და თქვეს, რომ ისინი მომავალშიც იფრენდნენ ამ ავიახაზებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.