რამდენად სახიფათოა გაუკვალავ მთის ფერდობზე თხილამურებით დაშვება?
01-01-2014, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფორმულა ერთის ყოფილი ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ალპებში თხილამურებზე სრიალისას თავის არეში მიღებული სერიოზული დაზიანების გამო ახლა სიკვდილს ებრძვის. ბიბისის ტომ დე კასტელა კი კითხვას სვამს: რამდენად სახიფათოა გაუკვალავი მთების ფერდობებზე თხილამურებით სრიალი?


ფორმულა ერთის ყოფილი ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ალპებში თხილამურებზე სრიალისას თავის არეში მიღებული სერიოზული დაზიანების გამო ახლა სიკვდილს ებრძვის. ბიბისის ტომ დე კასტელა კი კითხვას სვამს: რამდენად სახიფათოა გაუკვალავი მთების ფერდობებზე თხილამურებით სრიალი?


შუმახერს თავზე ჩაფხუტი ჰქონდა ჩამოცმული, რამაც, როგორც ექსპერტები ამბობენ, იგი შესაძლოა უეცარი სიკვდილისაგან დაიფარა.


დოქტორ მაიკ ლანგრანის თქმით, თხილამურებით სრიალისას გაცილებით ნაკლები უბედურება ხდება, ვიდრე, ცურვისას ან ველოსპორტში. მაგრამ არის კი გაუკვალავ ადგილებში თხილამურებით სრიალი უფრო სარისკო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, რადგან არ არის ცნობილი, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაუკვალავ ფერდობებზე ერთდროულად რამდენი მოთხილამურე ეშვება ხოლმე.


თოვლით დაფარულ და გაუწმენდავ მდგომარეობაში მყოფ მთების ფერდობებზე კლდოვანი წარმონაქმნები, ხრამები, ფრიალო კლდეები შესაძლოა არ იყოს ადვილად შესამჩნევი, განსაკუთრებით ცუდი ხილვადობისას, მაგრამ ყველაზე დიდი რისკი ზვავებია.


მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში ალპებში ზვავების ჩამოწოლის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ნაიგელ შეფერდი, დიდ ბრიტანეთში სათხილამურო კლუბის უსაფრთხოების მრჩეველი, ამბობს, რომ საფრანგეთის ალპებში ყოველ ზამთარს 24-იდან 26 ადამიანამდე კვდება ზვავების გამო. გაკვალული სათხილამურო ბილიკები კი ჩვეულებისამებრ დაცულია კონტროლირებადი გასკდომებისა და თოვლის ხნულებისაგან. მაგრამ სათხილამურო კურორტებს არ აქვთ იგივე პასუხისმგებლობა გაუკვალავ ადგილებზე.


შუმახერმა კლდეს თავი მიარტყა და ეს არ არის იმის ზუსტი სამხილი, რომ ამგვარი რამ უფრო მოსალოდნელი იყო მომხდარიყო გაუკვალავ, ვიდრე გაკვალულ ადგილას დაშვებისას. 2009 წელს მსახიობი ნატაშა რიჩარდსონი დამწყები მოთხილამურეებისთვის განკუთვნილ გაკვალულ ტრასაზე დაშვებისას დაეცა და დატკეპნილ თოვლზე თავის მირტყმის შედეგად გარდაიცვალა. მას არ ეხურა ჩაფხუტი და სოწრედ ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ შეიქნა ჩაფხუტის ტარებაზე ბუმი.


ფაინენშალ თაიმსის მოგზაურობის რუბრიკის რედაქტორი ტომ რობინსი ახლახან მერიბელში, იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც შუმახერი თხილამურებით ეშვებოდა. შუმახერი მართალია გაუკვალავ ფერდობზე ეშვებოდა, მაგრამ ძალზე უწყინარ ადგილას, სადაც ხილვადობაც საუკეთესო იყო. თან ზვავის საშიშროებაც მცირე იქნებოდა, რადგან ის "უდაბურ სივრცეში" არ შედიოდა.- ამბობს რობინსი.


თუმცა კი დაცემისას თავის დაზიანება იმისდა მიუხედავად შეიძლება მიიღო, თუ რა პირობებში ეშვები ტრასაზე და იმისდა მიუხედავად თუ რას არტყამ თავს, მაგრამ კლდოვან ქიმებზე დაჯახების ალბათობა გაცილებით იზრდება გაუკვალავ ფერდობზე თხილამურებით დაშვებისას, ვიდრე გაკვალულ და დატკეპნილ ტრასაზე სრიალისას.


ბოლო ათწლეულებია რაც უდაბური და გაუკვალავი ფერდობები ტურისტებისთვის გაცილებით მიმზიდველია, მაგრამ ასეთ ადგილებში დაშვებისას მოთხილამურეები უკეთეს აღჭურვილობას იყენებენ და ამავე დროს ჩაფხუტსაც უფრო რეგულარულად ატარებენ. მაგრამ მაშინ, როცა შენ უსაფრთხო მოწყობილობების გამოყენებით და ადგილობრივი რჩევების მიღებით შეგიძლია დაგეგმო და გათვალო შენი სახიფათო მარშრუტის სიძნელეები და თავიდან აიცილო ზვავში მოყოლა, როგორც რობინსს მიაჩნია, შუმახერის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უფრო "ახირებასა და ჟინიანობას" ვიდრე ამდაგვარ სიფრთხილესა და წინდახედულებას.

 

 

 

 

 

http://www.bbc.co.uk/news/blogs-magazine-monitor-25550111  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი