"საბოლოოდ მივხვდი რომ მამაკაცთან ცხოვრება მირჩევნია"
09-01-2014, 00:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ ლიგის ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი რაფაელ ჰონიგსტეინს იმის შესახებ ესაუბრება თუ როგორ უნდოდა ჯერ კიდევ გერმანულ ვოლფსბურგში თამაშისას მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა რომ გეი იყო, მაგრამ მაშინ სხვათა რჩევების გამო ეს არ გააკეთა.


თომას ჰიტლზსპერგერმა მოახერხა კომპიუტერს გარკვეული დროით მოცილებოდა. ოთხშაბათ დილით ის ყველაზე ცნობად ფეხბურთელებს შორის პირველი გახლდათ, რომელმაც გამოაცხადა, რომ გეი იყო. მისი ამ განცხადებიდან საათების განმავლობაში იგი საზოგადოების რეაქციას არ გაცნობია. როცა მე მას ვესაუბრე, ვუთხარი რომ მისი მხარდამჭერებიდან, თანამემამულე ფეხბურთელებიდან, კეთილის მსურველებიდან და უფრო მეტიც, დიდი ბრიტანეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ნიკ გლეგიდან და ლეიბორისტული პარტიის ლიდერ, ედ მილიბანდიდან, მხარდაჭერის ნიაღვარი მოდიოდა.


"მაგრამ სად არის დევიდ კამერონი? კითხულობს გერმანელი სპორტსმენი ხუმრობანარევი გულისწყრომით. "ის ხომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვილას მხარდამჭერია". როგორც ცნობილი ხდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იმ უამრავ კეთილისმსურველ ადამიანთა რიცხვში იქნება, ვინც თავის გამამხნევებელ პოზიციას გამოხატავს ყოფილი ფეხბურთელისადმი. ეს უკვე გააკეთეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, რომელიც ასევე გეია და გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა იოახიმ ლოუმ.


ყველა მათგანი ასტონ ვილას, უესტ ჰამისა და ევერტონის ყოფილი ნახევარმცველის იმ "გაბედულებაზე" საუბრობდა, რომლითაც მან სპორტის სამყაროში ყველაზე ტაბუდადებული თემა დაარღვია და პირველი მაღალი ცნობადობის გერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გაამჟღავნა, რომ გეია. ის ასევე პირველია პრემიერ ლიგის ყოფილ ფეხბურთელთა შორის, რომელმაც ეს გააკეთა.


ეს იყო მომენტი, რომელიც ფეხბურთელმა იცოდა, რომ უცილობლად დადგებოდა მის ცხოვრებაში და მომენტი, რომლისადმიც მას შიში ექნებოდა. საკითხი, რომლის შესახებაც მას საჯაროდ უნდა განეცხადებინა "მძიმე და რთული" იყო და წლები გახდა საჭირო რომ ეს საზოგადოებისთვის გაენდო. 31 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ფეხბურთს მძიმე დაზიანებების გამო შარშან დაანება თავი, მისი სექსუალური ორიენტაცია პირველად თავისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუმჟღავნა.


"მე გაკვირვებული დავრჩი, რომ ისინი ყველანი გაგებით მოეკიდნენ ჩემს მიერ განდობილ ამბავს. იმ ადგილებში, საიდანაც მე მოვდივარ, ბავარიის მხარის სოფლების დასახლება, ჰომოსექსუალობა არანორმალურადაა მიჩნეული. მე ვიცოდი, რომ იმ ადამიანებისაგან, ვინც ვერასოდეს ვერ გაიგებდა ამას, ჩემსა და განსაკუთრებით კი ჩემი ოჯახის მიმართ უარყოფითი რეაქცია იქნებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებს ეს არ ანაღვლებდათ. მე ოჯახისგან სრული მხარდაჭერა და თანადგომა მივიღე."


თომას ჰიტლზსპერგერი, რომელიც მისი ბავშვობის სიყვარულზე იყო დანიშნული, და ექვსი წლის წინათ, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე იმის გამო დასცილდა შეყვარებულს, რომ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული მის სექსუალურ ორიენტაციაში, ამბობს: "საბოლოოდ მე მივხვდი, რომ მამაკაცთან ცხოვრება მერჩია."


იგი 2011-12 წლებში ვოლფსბურგში თამაშისას ფიქრობდა, რომ საჯარო გაეხადა მისი ჰომოსექსუალობა, მაგრამ მაშინ ყური უგდო იმ ადამიანებს, რომლებიც ურჩევდნენ, რომ ამგვარი ნაბიჯით, მას "სიბრაზის დიდი ტალღა დაატყდებოდა."- იხსენებს თომას ჰიტლზსპერგერი. "მაგრამ საბოლოოდ, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მივიღე გადაწყვეტილება. რდგან ამგვარი პრეცედენტი მანამდე არ მომხდარიყო, მხოლოდ ვარაუდები შეიძლებოდა გამოთქმულიყო, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემს ნაბიჯს."


მაშინ როცა გერმანია ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტად შემწყნარებელი ხდება ჰომოსექსუალთა მიმართ, თომას ჰიტლზსპერგერს არც ის გამოპარვია, რომ მედია უსარგებლო აკვიატებით იყო დაკავებული, რათა პირველი გეი ფეხბურთელი აღმოეჩინა.


თომას ჰიტლზსპერგერი ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა იშვიათად იყო დიდი განსჯის საგანი გასახდელ ოთახებში. "ამ თემაზე მხოლოდ მაშინ მიდიოდა საუბარი, როცა ხალხი ვინმეს სექსუალურ ორიენტაციაზე ვარაუდებს გამოთქვამდა."


ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც 2006 წლის მსოფლიო და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატებზე თამაშობდა, აღნიშნავს, რომ მას არ უწევდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ტყუილის თქმა და თანაგუნდელები ბოლოსდაბოლოს უკვე აღარ ეკითხებოდნენ თუ რატომ არ ჰყავდა შეყვარებული გოგო.
მისთვის უფრო მთავარი იყო აღედგინა სერიოზული ტრამვების მიღებისას დაზიანებული ჯანმრთელობა, ვიდრე ის, რომ თანაგუნდელებისთვის მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ესაუბრა.


გასულ სექტემბერს ფეხბურთიდან მისი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადების შემდეგ მას ფიქრისათვის უფრო მეტი დრო მიეცა. "ეს ნამდვილად დამეხმარა იმის უკეთ გაანალიზებაში, რომ თუ კი სპორტის სხვა სახეობის საყოველთაოდ ცნობილი წარმომადგენლები აღიარებდნენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას, რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს მეც. გარეტ ტომასის, ტომ დალისის და სხვების საჯარო განცხადებებმა მე მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვიყავი. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ნაბიჯით შეიძლებოდა დავხმარებოდი სხვა ფეხბურთელებსაც, რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მინდოდა ისევე გამემხნევებინა ისინი, როგორც თავად ამ ბიჭებმა და რობი როჯერსმა გამამხნევეს მე, თუმცა ყველამ თავად, ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს გახდის თუ არა საჯაროს თავის სექსუალურ ორიენტაციას. მაგრამ ყველაზე მთავარი რასაც მე ვაჩვენებ, ისაა, რომ ჰომოსექსუალობა და პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნა სრულიად თავსებადი და ნორმალური რამაა."- ამბობს თომას ჰიტლზსპერგერი.


მაღალი რანგის პოლიტიკოსების, მხარდამჭერებისა და ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის საჯაროდ გამოხატული თანადგომა და პოზიტიური დამოკიდებულება თომას ჰიტლზსპერგერს ოპტიმისტურ განწყობილებაზე ტოვებს. "კარგია იმის ცოდნა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც, ვინც ამჟამადაც თამაშობენ ფეხბურთს, რომ უმაღლეს ხელისუფალთ არ აქვთ პრობლემები ამგვარი რამისადმი. როცა კანცლერი ღიად გამოხატავს მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ შენ დაცული ხარ ამ ქვეყანაში და არ გახდები დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყოველთვის იქნება მცირე უმცირესობა, რომელიც სხვაგვარად იფიქრებს, მაგრამ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად შემცირდება წლების განმავლობაში."

 

 

 

 


http://www.theguardian.com/football/2014/jan/08/thomas-hitzlsperger-gay-footballer-interview
    

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი