„თქვენ არ წყვეტთ აქ ვინ საუბრობს, კომიტეტის თავმჯდომარე წყვეტს", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც მივიდა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, სადაც თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებზე უნდა იმსჯელონ.
მას შემდეგ, რაც კობა გვენეტაძემ თქვა, რომ „თიბისი ბანკზე“ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ღია ფორმატში მართბებულად არ მიიჩნევს, ბოკერიამ სებ-ის პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა:
„უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, მადლიერები უნდა ვიყოთ, თურმე ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას უფლება აქვს, ილაპარაკოს, დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ.... ეგ რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ, „ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება.... პოლიტიკური უტიფრობაა, ჩვენთვის დამადლება რომ მობრძანდით".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.