„ევროპული საქართველოს" წევრებმა კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი ალთუნ აშიროვი მოინახულეს. პარტიის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ აშიროვმა მათ მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ უამბო.
„ჩვენ შევხვდით ამ ჯარისკაცს. ამ სასწავლო ცენტრის მეთაურმა უზრუნველყო ეს შეხვედრა. მისი სახელი და გვარია ალთუნ აშიროვი. მან დაგვიდასტურა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით ჰქონდა ადგილი მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას და ფიზიკურ ზეწოლას. ჩვენ დავაზუსტეთ ამ შეხვედრის დროს, რომ დღეს 06:00 საათზე ამ ჯარისკაცის ოჯახის წევრებს მისცემენ უფლებას, რომ თავად მოინახულონ ჯარისკაცი და მისგან გაიგონ დეტალები. რაც შეეხება გამოძიებას, ასევე დაგვიდასტურეს, რომ გამოძიებას ჩვენება ჯარისკაცმა უკვე მისცა და ზეწოლის თაობაზე ისაუბრა. დაგვიდასტურეს ისიც, რომ 7 ადამიანს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა მოქმედებებში, შეჩერებული აქვს უფლებამოსილება", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა ჯარისკაცმა 19 წლის ქიაზიმ კახრამანოვმა გააკეთა. გუშინ, 12 მარტს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.