მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარშავა-კიევის რეისზე ავიაბილეთის ჩვენების შემდეგ, „პოროშენკოს კონტუზია დაემართა“ – „მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ვბრუნდები ჩემს სახლში - უკრაინაში!“ აცხადებს სააკაშვილი
13-03-2019, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორდონთან ინტერვიუში ვარშავა-კიევის რეისზე 1 აპრილის რიცხვით ნაყიდი ავიაბილეთის ჩვენების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს „კონტუზია დაემართა“.

 

 

„მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ვბრუნდები ჩემს სახლში - უკრაინაში!“ - აცხადებს სააკაშვილი.

 

 

„ვარშავა-კიევის რეისზე 1 აპრილის რიცხვით ნაყიდმა ბილეთმა, რომელიც მე გუშინ გორდონთან ინტერვიუში ვაჩვენე, ასაფეთქებელი მოწყობილობის ეფექტი გამოიწვია, ხოლო პოროშენკოსთვის ეს იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ მას კონტუზია დაემართა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

 


გერაშჩენკო (შენიშვნა: ირინა გერაშჩენკო - უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილე) იმდენად დაყრუვდა, რომ მან თავის თავს ნება დართო შეედარებინა ჩემი დაბრუნება კრაკოვეცში, დონბასში სეპარატისტების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევისთვის - კლინიკური დიაგნოზი.

 


მინდა შეგახსენოთ ქალბატონო გერაშჩენკო, რომ:

 


მე არც სეპარატისტი ვარ და არც რუსი მებრძოლი და უფრო მეტიც, არც „მწვანე კაცი“, არამედ გახლავარ უკრაინის მოქალაქე. მე ვბრუნდებოდი სახლში და ამის ყველანაირი საფუძველი გამაჩნდა.

 

 

ჩემს გვერდით არა შეიარაღებული მებრძოლები და მტრულად განწყობილი ჯარისკაცები, არამედ უკრაინული პოლიტიკის პირველი პირები იყვნენ, რომელთაც ესმოდათ თქვენი ბელადის გადაწყვეტილების აბსურდულობა და უკანონობა.

 


უკრაინის მხარეს მე არა ბანდიტები და ბოევიკები, არამედ უკრაინის ის მოქალაქეები მხვდებოდნენ, რომლებიც თქვენს დანაშაულებრივ რეჟიმთან შეგუებას არ აპირებენ.

 


და აღსანიშნავია, რომ უკრაინელ მესაზღვრეებს არავინ შეურაცხყოფდა. სასაზღვრო ჯარებმა მე ფაქტობრივად დაუბრკოლებლად შემიშვეს უკრაინაში იმის მიუხედავად, რომ მათ კრიმინალური მთავრობიდან კრიმინალური ბრძანება ჰქონდათ მიღებული.

 


ჩემთვის უკრაინის საზღვარი სულაც არ არის ფიქცია, როგორც თქვენ ამას ამტკიცებთ, ისევე როგორც ჩემთვის ფიქცია არ არის უკრაინის კანონი... მე სრულიად არაკანონიერად ჩამომერთვა მოქალაქეობა და გამაძევეს ქვეყნიდან... მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ვბრუნდები ჩემს სახლში - უკრაინაში!

 


მე მესმის, რომ თქვენ არ გინდათ ხელი შეგიშალონ მოპარვაში, მაგრამ თქვენ უკვე მიიყვანეთ უკრაინა ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყნის მდგომარეობამდე და ახლა დროა შეწყვიტოთ ზღაპრების მოყოლა და ჩემოდნები ჩაალაგოთ“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინულად.

 

 

 

 

ირინა გერაშჩენკომ ცოტა უფრო ადრე „ფეისბუქზე“ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე შეჭრის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელზეც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკოცაა აღბეჭდილი, და დაწერა, რომ „ისინი, ვინც შურაცხყოფა მიაყენეს მესაზღვრეებს და გაარღვიეს უკრაინის საზღვარი, რევანშისკენ მიისწრაფვიან“.

 

 

„დაგავიწყდათ ეს კადრები? მე- არა. და ზუსტად ასე, 2014 წელს დონბასში, საზღვრის გარღვევით, მესაზღვრეებზე თავდასხმით... დაიწყო ომი. ახლა ჩვენ ახალ „შატუნს“ გვიმზადებენ 1 აპრილს - უწესრიგობას, ქაოსსა და აგრესიას... და ამიტომ, ჩემთვის მარტივი არჩევანი დგას. მე წინააღმდეგი ვარ მათი, ვისთვისაც უკრაინული საზღვარი ფიქციაა, მათი ვისთვისაც მხოლოდ ძალაუფლება და არა უკრაინა წარმოადგენს მიზანს“, განაცხადა გერაშჩენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი