გავლენიან „Foreign Policy“-ში სააკაშვილი პუტინის „შოკისმომგვრელ“ საომარ სცენარს განიხილავს და აცხადებს, რომ „რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი არ იქნება ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო - ის ევროპა იქნება“
15-03-2019, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი არ იქნება ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. ის ევროპა იქნება“.

 


აღნიშნულ სტატიაში, რომლის ქართული თარგმანის შემოკლებულ ვარიანტსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ, სააკაშვილი პროგნოზირებს, რომ პუტინის შემდგომი თავდასხმის სამიზნე არა საქართველო, უკრაინა, ბელარუსი ან ბალტიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, არამედ სკანდინავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთი, ფინეთი ან შვედეთი შეიძლება იყოს.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კრემლის მორიგი სამხედრო აგრესიის განხორციელების შესაძლებლობას პუტინის რეიტინგის მკვეთრ დაცემას უკავშირებს და ამბობს, რომ „შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მოწონების რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია, ყირიმის ანექსიის შემდეგ“.

 


ამჯერადაც, მიიჩნევს სააკაშვილი, „ევროპული ქვეყნების სამიზნეებად ამორჩევით იგი შეიძლება მოელოდოს საზოგადოებრივ მოწონებას ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლებისგან, რომლებიც საშინლად მოწყურებულნი არიან გამარჯვებისთვის“.

 


„ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც პუტინი თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს, ტერიტორიული გაფართოება არასოდეს არ არის დასრულებული. პუტინის მიზანი დღეს იგივეა, რაც იყო მაშინ, როდესაც ის ჩემ ქვეყანაში შემოიჭრა 2008 წელს... როდესაც კი პუტინის შიდა პოპულარობა ეცემა, იგი ან მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, ან იწყებს ახალ თავდასხმას.

 


„და აშკარაა, რომ ეს მუშაობს. პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას მართავს თითქმის ორი ათეული წელია... იგი პროგნოზირებადიცაა და ლოგიკურიც: უფრო სუსტი მეზობლის დაპყრობას უფრო იაფი და სწრაფი რეიტინგი მოაქვს, ვიდრე ვთქვათ, რუსეთის დასამარების პირას მყოფი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მოწონების რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია, ყირიმის ანექსიის შემდეგ“, აცხადებს სააკაშვილი.

 


იგი წერილში ამბობს, რომ ვაშინგტონის და ბრიუსელის მკაცრი კრიტიკა და პუტინის ქმედებების დაგმობა დასავლეთს მხრიდან მხოლოდ აძლიერებს მის პოპულარობას ქვეყნის შიგნით. „ყოველ ისეთ ქმედებაზე, როდესაც უცხოეთის არჩევნებში კრემლი ერევა, ადამიანის უფლებების ყოველ დარღვევაზე ყირიმში, და ყოველთვის, როცა რუსი ჯარისკაცები მავთულხლართების ღობეებით მიიწევენ, რათა კიდევ რამდენიმე აკრით მეტი ქართული ტერიტორია მიიტაცონ, შეერთებული შტატების და ევროპის სტანდარტული პასუხი - დიპლომატიური ტერმინი „ღრმა შეშფოთების“ შესახებ - უფრო გაცვეთილ კლიშედ ჟღერს“, აცხადებს საააკაშვილი და განაგრძობს:

 


„თუკი ჩვენ რაიმე ვისწავლეთ წარსული ორი ათეული წლიდან, ჰორიზონტზე ახალი კრიზისი მოჩანს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის 7 მარტის კვლევის თანახმად, რუსი ამომრჩევლების ნდობა პუტინისადმი 32 პროცენტამდე დაეცა - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2006 წლის შემდეგ... და პუტინი ბოლო თვეებში პროვოკაციების ესკალაციას ახდენს, ვინაიდან მისი პოპულარობა დაეცა... პუტინის მიერ რუსეთის „უკანა ეზოში“ კანონების და ნორმების დარღვევა უკვე აღარ აგდებს მსოფლიოს შოკში. მან უკვე ევროპის საზღვრები გადაწერა ძალის გამოყენებით...

 


„ეჭვს არ იწვევს მოახდენს თუ არა ის თავდასხმას, მაგრამ საკითხავია სად.

 

 

გარკვეულწილად შეიძლება ვიფიქროთ ბელარუსზე, მაგრამ პუტინი მცირედ სარგებელს მიიღებს იმ ქვეყანაზე ძალის გამოყენების ჩვენებით, რომელსაც რუსების უმეტესობა უკვე რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სხვები პროგნოზირებენ, რომ ბალტიის ქვეყნები -ესტონეთი ლატვია და ლიეტუვა იქნებიან შემდეგი სამიზნეები. პუტინი უდავოა, რომ მცირე ბალტიის სახელმწიფოებს უყურებს, როგორც საფრთხეს; ყველაფერთან ერთად, ისინი ფუნქციონირებადი დემოკრატიებია რუსეთის საზღვარზე. მაგრამ ამ დროისთვის, ბალტიისპირეთი ალბათ უსაფრთხოა, ორი მიზეზის გამო.

 

 

„პირველი, რუსეთის აგრესიის შემდეგი საზღვარი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ NATO-ს მოკავშირე იყოს. დასავლეთის მხრიდან მოსკოვის მიერ სხვადასხვა მიწების მიტაცების თაობაზე არათანმიმდევრულმა პასუხებმა მხოლოდ გაათამამა პუტინი, მაგრამ იგი საკმაოდ მამაცი ვერ არის იმისათვის, რომ გარისკოს NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედება - რომელიც შესაძლოა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი ალიანსის წინააღმდეგ ტრადიციული ომის საზღვრებს გასცდეს...

 


„მეორე, პუტინის შემდეგი სამხედრო იერიშის სამიზნე მოსალოდნელია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მიღმა მყოფი სივრცე იყოს. დასავლეთმა უხალისოდ მიიღო მისი ნეოიმპერიალისტური ამბიციები რეგიონში. შემდგომი თავდასხმები უკრაინაზე, საქართველოზე, ან კიდევ ნატოს არაწევრ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე დეჟავიუ იქნებოდა ისევ, რაც მცირე რამეს არგებდა პუტინის პოზიციების გაძლიერებას.

 


„ჩემდა საუბედუროდ მქონდა მომენტი უკეთ გამეცნო პუტინი, ვიდრე სხვებს. ვეყრდნობი რა იმას, რომ მას კარგად ვიცნობ, მე ესკალაციის განსხვავებულ მიმართულებას ვპროგნოზირებ.

 


„ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ რუსეთის სამიზნე ახლო მომავალში ფინეთი ან შვედეთი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ევროკავშირის წევრია, ისინი არ არიან ნატოს წევრები. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებზე თავდასხმით პუტინი არ რისკავს პროპორციულ პასუხს მე-5 მუხლის თანახმად. მაგრამ ევროპული ქვეყნების სამიზნეებად ამორჩევით იგი შეიძლება მოელოდოს საზოგადოებრივ მოწონებას ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლებისგან, რომლებიც საშინლად მოწყურებულნი არიან გამარჯვებისთვის...

 


„მე არ ველოდები, რომ რუსული ტანკები წინააღმდეგობის გარეშე შეგრიალდებიან ჰელსინკიში ან სტოკჰოლმში... მაგრამ მოსკოვისთვის საგრძნობლად მარტივი იქნება დაიკავოს მიწა მოცილებით მდებარე არქტიკის ანკლავში ან პატარა კუნძულზე.

 


„რუსეთის აგრესია სკანდინავიურ ტერიტორიაზე - ქვეყნებზე, რომელსაც დასავლეთში ყველა დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს - შესაძლოა თითიდან გამოწოვილი ჩანდეს, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ პუტინის მიერ ყირიმის ანექსიაც, რაც მე ვიწინასწარმეტყველე, თვით რუსი ქორებისთვისაც კი უჩვეულო განკითხვის დღის სცენარს წარმოადგენდა. რამდენიმე წლით ადრე რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასაც, ჩემი დაჟინებული გაფრთხილების მიუხედავად, ასევე დაუჯერებლად აღიქვამდა მსოფლიო.

 


„ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, მაშინაც კი, როცა ისინი NATO-ს წევრები არიან, როგორც ეს ესტონეთის შემთხვევაშია, ფართოდ არიან აღქმულნი, როგორც არც ისე დასავლური ქვეყნები. ეს აღქმა შესაძლოა არასწორია, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად აღქმას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რეალობას. ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში, თუმცა კი, აღქმა და რეალობა სწორხაზოვანია. ისინი არ არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები; ისინი უდავოდ, დასავლეთის ნაწილი არიან.

 


„საქართველოდან დაწყებული უკრაინით, სირიით... დამთავრებული, პუტინის ტრაექტორია ნათელია“, აცხადებს სააკაშვილი და პუტინის სკანდინავიის ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ სტატიას ასე ასრულებს:

 


„ეს შესაძლოა შოკისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ პუტინმა მსოფლიოს ბევრჯერ მოჰგვარა შოკი“.

 

 

კომენტარები: 2
#2   Zoro yleo
      
ზორო ხარ თუ შაშაკოლა ჯერ ბიძინას tრაკიდან გამოყავი თავი და მერე ილაპარაკე.... შე dედა mოტყnულო რუსეთი რო ტერიტორიებს იპყრობს 200 წელზე მეტია ეგ სააკაშვილის ბრალია შე gამოyლეებულო, ისტორია მაინც წაიკითხე...
5 სექტემბერი 2020 23:55
#1   ZORO
      
ამ შემთხვევაშიც, სააკაშვილი პრიმიტივი, ასევე ავრცელებს კრემლის იმპერიული პოლიტიკის სასასრგებლო ინფორმაციებს... ღმად დააკვირდით და მიხვდებით, რაზევც არის გათვლილი... პარალერულად, ნაცები ყოველ ღონეს ხმარობენ კონფლიკტის ესკალაციისთვის და სამხედრო სეტაკების გასაღვივებლად... ეგორა გიორგაძის და ტიმურა ალასანიას ,,ნააზრევი KGB-შნიკური სტლი
16 მარტი 2019 17:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი