გია გაჩეჩილაძე (უცნობი): „რაღაც უნდა მოხდეს 2020-ამდე... უნდა იცნობდეთ ივანიშვილს, რომ მიგახვედროთ, როგორ იმართება ეს ქვეყანა“
15-03-2019, 21:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს ყველაფერზე“ და ყველა გადაწყვეტილებას ისე იღებს, როგორც „თვითონ ჰგონია რომ არის მართალი“.

 


როგორც მან ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, საჭიროა პოლიტიკურ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები და ახალი სისხლი, პოლიტიკაში სრულიად უცხო, ახალგაზრდა ადამიანების მოსვლა და ორივე პოლიტიკურ ძალას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ლიდერებს, ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვას.

 


„ეს უნდა იცოდეთ ხასიათი და უნდა იცნობდეთ ადამიანს, რომ მიგახვედროთ, როგორ იმართება ეს ქვეყანა. [ივანიშვილს] თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს ყველაფერზე. კიი, მოგისმენს, ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მაინც გადაწყვიტავს ისე, როგორც თვითონ ჰგონია რომ არის მართალი. მაინტერესებს, ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ იქნება მე ვცდები. მე ყოველ შემთხვევაში არ მგონია.

 


„რაღაც უნდა მოხდეს 2020-ამდე, თორემ რაღაც შარს ყველანი შეიძლება ერთად გადავეყაროთ... საპრეზიდენტო არჩევნებმა დაგვანახა კარგად, რომ რაღაც თუ არ შეიცვალა, საზოგადოებამაც შევპირდით ხალხს მეორე ტურის წინ, რომ ასე აღარ დარჩებოდა, როგორც იყო და რაღაცა უნდა შეცვლილიყო და მაშინ იქ გაკეთდა ისეთი განცხადებები, რომ ჩვენ ვართ ამის პასუხისმგებლები ოღონდ თქვენ მეორე ტურში არ დაუშვათ ის ამბავი, რომ რაღაც წარსული დაბრუნდეს, თუმცა არაფერი არ შეიცვალა და ამის ნიშანი იყო სასამართლოს თემა. იგივე როდემდე შეიძლება, არ ვიცი“, განაცხადა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც საკუთარ თავს პოეტ დავით მაღრაძის გვერდით მოიაზრებს.

 

 

მაღრაძემ უკვე ბიძინა ივანიშვილისგან გამიჯვნის თაობაზე განაცხადა და თქვა, რომ „დაიცავი საქართველოს“ სახელით საზოგადოებრივ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში.

 

კომენტარები: 1
#1   სოსო
      
ყველა "ახლმა" ძველმა გამყიდველებმა კარგად გაიგეთ, რომ ყველა ნორმალურმა ვიცით ვინ არის მიშა, ბიძინა და მათი ის ოპოზიცია-პოზიცია ვისი გამყიდველობითაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ მათ ნაკლზე კი არა, ჯერ თქვენ მიქარულზე იმსჯელეთ და ამით მივხვდებით მართლა ქვეყანაზე გტკივათ გული თუ თაღლითობთ! ბურჯანაძიდან დაწყებული ყველა "პოლიტიკოსმა" სიმართლე რომ გააცნონ საზოგადოებას, გაყრა არ დაგვჭირდება ყველა "ხელისუფალი" თვითონ გაიქვევა ქვეყნიდან!
15 მარტი 2019 23:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი