დუშეთის ისტორიულ უბანში შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
24-03-2019, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ დუშეთის ისტორიული უბანში მიმდინარე სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად მოინახულა.

 


ვიცე-პრემიერს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროცესი გააცნო.

 


რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის (RDP3) ფარგლებში მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ქალაქ დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. მათ შორისაა განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლები. გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათებების მოწყობაც.

 

 

ჯამში რესტავრაცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ სახლებს პირველ რიგში დავუბრუნოთ ის ისტორიული იერსახე, რომელიც მათ ჰქონდათ, რაც დაკარგეს საბჭოთა პერიოდის განმავლობაში და ასეთი სახით დუშეთს დავუბრუნოთ ის იერსახე, რის გამოც დუშეთი იყო ამ რეგიონის ცენტრი. ჩვენც და ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ბანკი, რომლის დაფინანსებითაც ხორციელდება ეს პროექტი, ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ასეთი პროექტების შედეგად შევძლებთ დავუბრუნოთ დუშეთს და მსგავს რეგიონულ ცენტრებს არამარტო იერსახე, არამედ შევძინოთ მათ ტურისტული მიმზიდველობაც”, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 


აღნიშნულ სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი