კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურის გამო დააჯილდოვეს. კრიშტიანო რონალდო ინფანტ დონ ენრიკეს ორდენის კავალერი გახდა (ჰენრიხ მეზღვაურის ორდენი).
დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. "მე ჩემს ქვეყანას მთელს მსოფლიოში წარმოვადგენ და არ მეგულება ამაზე საამაყო რამ, რაც შეიძლება სპორტსმენმა გააკეთოს. ეს ჯილდო დამატებითი მოტივაცია და დიდი პატივია ჩემთვის", – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა. შეგახსენებთ, რომ ამ წლის იანვარში კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.