მიხეილ სააკაშვილი: შემთხვევით, ეშმაკი 1.65 სმ ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს და სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული
08-04-2019, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს წერილს, რომელიც მან 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

 

 

სააკაშვილი ივანიშვილს მიცვალებულებით სპეკულირებაში ადანაშაულებს.

 

 

„ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ დაუწერა წერილი და მან გამოაქვეყნა იმიტომ, რომ მაგ წერილს, ვერ დაწერს კი არა, ვერ გამოთქვამს კი არა, ვერც წაიკითხავს რომ წააკითხო ასეთ რთულ სიტყვათწყობას....

 

 

ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. მე ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს - აბა გამოიცანით, რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს - ლებედს მუდმივად აფინანსებდა? - შეიძლება ეშმაკი ეწოდოს ხომ?

 

 

რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც შეაჩერა საქართველოში ეკონომიკური ზრდა - ჩემ დროს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაიზარდა 400%-ით, ივანიშვილის დროს - 0%-ით - ერთიან ეროვნულ პროდუქტს ვგულისხმობ. შემთხვევით, ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში?

 

 

რა ჰქვია იმ ადამიანს, რომელმაც ჩაიგდო საქართველოში პრაქტიკურად ყველა ბიზნესი ხელში, გახდა ქვეყნის მთავარი მევახშე, ყველა ბანკი მის ხელშია და ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან - შემთხვევით, ეშმაკი ხომ არაა?....

 

 

ბოლოს და ბოლოს, ვინ იქცევა ეშმაკივით? - შემთხვევით, ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ეხუტება, ჯერ გლეჯს, მერე ეხუტება და ყველაფრით არის ამ ხეებთან დაკავებული და ათასგვარ რიტუალებს ასრულებს. შემთხვევით, ეშმაკისეული ხომ არ დაკრავს ამას ყველაფერს?

 

 

შემთხვევით, ეშმაკი 1.65 სმ ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს და სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაჰყურებს ზემოდან ქართველ ხალხს?

 

 

ეს ისტორია - ეშმაკის, რომელსაც შემთხვევით, ივანიშვილი ხომ არ ჰქვია, ასევე მახსენებს ყორღანაშვილის ისტორიას - იყო ასეთი ანტიგმირი საქართველოს ისტორიაში, ვინც შემოუძღვა ყიზილბაშებს, მოაკვლევინა სიმონ მეფე, ჩაიდინა ღალატი საქართველოს წინააღმდეგ. საქართველომ მისი მახსოვრობა შემოინახა ლექსით - „ყორღანაშვილს ქარაფიდან, ხელი ჰკრა და გადაფრინდა". ალგეთის მთიდან ჰკრეს ხელი. ალგეთის მთა არის სოლოლაკის მთასთან ძალიან ახლოს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ კარგად გახსოვთ ისტორიულად, რა უნდა მოიმოქმედოთ დღეს", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურად გვერდზე გავრცელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი