„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს.
ნიკა გვარამიას თქმით, საუბარია, ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე.
გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას.
„დაიწყო „რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ „რუსთავი 2"-სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს, რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ზალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის „რუსთავი 2"-ზე. „რუსთავი 2"-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი, „რუსთავი 2"-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და „რუსთავი 2"-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით, ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9%-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს ვიდრე 91% წილის მფლობელებს, ითხოვს თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია, რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს, ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია, ამაზე დაყრდნობით არის აქ საუბარი, სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა და ითხოვს ჩემგან, რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა, ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს პირადად მისთვის, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია...
ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით, ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის.
დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანების ინფორმაციებს. დავა, სავარაუდოდ, არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, მაგრამ ამას მნიშნველობა არ აქვს, დავა შესულია ქართულ სასამართლოში. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის ცნობილი მოსამართლე და კარგად ცნობილია რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი.
მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, პირველ რიგში, ეხება იმ ადამიანს, ვინც არის ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, ეს ყველაფერი მეხება მე.
მაინც დაველოდოთ სარჩელს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც იქნება წამოყენებული, ჩვენი წინმსწრები ინფორმაციით, იქნებოდა წამოყენებული, ეს არის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. რაც ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჯერადაც, მიმართულება აღებულია აქეთ, ამიტომ ვარ ჩართული მე მოპასუხედ. მეტსაც გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა ამ სარჩელში იყო, უბრალოდ, ბოლო წუთში იქნა ამოღებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია და ინფორმაცია ნამდვილად გვქონდა. სარჩელში მოთხოვნა ამოღებულია, მაგრამ ბაჟის გადახდის მტკიცებულება ჩარჩენილია. მიზანი არის ერთადერთი ამ აბსურდული დავის. ეს არის „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა გაკოტრებისკენ და შემდეგ შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ. შეგახსენებთ, რომ მე რამდენიმე წლის წინ, ეს უკვე შემომთავაზეს, განცხადებაც მაქვს ამასთან დაკავშირებით გაკეთებული....
დღეს იგივე სცენარია, კომპანიას წაიყვანენ გაკოტრებისკენ და ბიძინა ივანიშვილი იყიდის, ალბათ, ლარად....
რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ მედავება, მედავება ამ არხის ყოფილი გენერალური დირექტორის, გოგი გეგეშიძის ცოლი, რომელმაც მისგან მიიღო მემკვიდრეობით ეს წილი....
ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება, ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს „რიჟას." ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. შეგახსენებთ, რომ „ტელეიმედიც" არ იხდის გადასახადებს, რატომ არ იხდის არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში თუ ეს გასაგებია,რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, "ტელეიმედი" რატომ არ იხდის გადასახადებს არავინ იცის, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს ამისთვის.
ახლა ვინ მედავება, გოგი გეგეშიძე. მედავება კომპანიისთვის ზიანის მიყენებას. მოდი ვნახოთ, რას შვებოდა გოგი გეგეშიძე თვითონ, ნუ მისი ცოლი მედავება. შევახსენებ მისი ქმრის დირექტორობის პერიოდს. 2009 წელს, გოგი გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში, ამ კომპანიის შემოსავალი იყო 25 მილიონი, 2010 წელს იყო 47 მილიონი, მაგრამ ეს არის შენატანები კაპიტალში, იმიტომ რომ შენობა უნდა აშენებულიყო. 2011 წელს 38 მილიონი, 2012 წელს, რაც მე დამხვდა, 31 მილიონი. გასავალი ყოველთვის უფრო მეტია.... ამ პერიოდში, ბატონი გოგი გეგეშიძეს ჰქონდა დაგროვილი დავალიანება საბიუჯეტო და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პლუსში.
საგადასახადო შეთანხებით, გადასახადი 2010 წელს განულდა, განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე, რომელსაც 25 მილიონი გადასახადი გაუნულა სახელმწიფომ იმის გამო, რომ არ იხდიდა, მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც დახვდა სავალალო მდგომარეობაში კომპანია, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა და არც კი არსებობდა პრაქტიკულად, ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს და არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წლის მეორე ნახევრიდან გაჩნდა ამ კომპანიაში, რეალურად ბუღალტერია, 2013 წლიდან დაიწყო ამ კომპანიამ ყველა გადასახადის გადახდა, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, და ამას აკეთებდა 2016 წლის სექტემბრამდე, ვიდრე სახელმწიფომ ეს სრულიად შეუძლებელი გახადა. 2015 წელს, როცა ამბობენ, რომ გაქრა 10 მილიონი, ჩვენი შემოსავალი იყო 39 მილიონი და ეს იყო რეკორდული თანხა. მერე დაიწყო დაღმასვლა, იმიტომ რომ მათ შორის ბატონი ბექაურის და „ქართული ოცნების“ დამსახურებით, სარეკლამო ბაზარი დაინგრა, ასევე გაჩნდა მეტი კონკურენცია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ბევრი არხი გაჩნდა.
ამიტომ, შემოსავლები „რუსთავი 2“-ის ამ პერიოდში, ყველა ტელევიზიაზე მაღალია, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიაზე, მათ შორის „იმედზე“ უფრო მაღალია. ჩვენ ვყიდით 65%-ს მთელი ბაზრისას და ტელეკომპანია „იმედისგან“ განსხვავებით, 15 მილიონს ჩვენ წელიწადში არ გვასხამენ.
ასე, რომ ეს პრეტენზია, რა თქმა უნდა, არის ჰაერიდან მოტანილი. ამ პრეტენზიას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ეს პრეტენზია არის შესული მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაუჩნდეს ფორმალური წინაპირობა, შემოვიდეს დროებითი მმართველის მეშვეობით „რუსთავი 2“-ში და მოკლას მისი სარედაქციო პოლიტიკა, შეცვალოს მისი ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკა და რეალურად, მთავარი ოპოზიციური არხი გააქროს. ეს მცდელობები ადრეც იყო. რატომ ხდება ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს წინმსწრებად? - ეს არის, რა თქმა უნდა, იზოლაციონიზმისკენ მიმავალი გზა....
მთავარი - თუ ეს დავა არის ორ ბიზნესსუბიექტს შორის დავა, თუ აქ რეალური წინაპირობა არის ზიანის ანაზღაურება, ეს აბსურდია ცხადია, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ეს ნამდვილად ასეა, მე ვთავაზობ ქალბატონ ნიჟარაძეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში. ვიდაოთ როგორც მხარეებმა იმ სასამართლოში, რომლისაც ორივე მხარეს გვჯერა. ჩვენ, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს, ცხადია, არ ვენდობით, გვაქვს ამის გამოცდილება, გვაქვს გამოცდილებები და ზუსტად ვიცით, ეს რითიც დამთავრდება. თუ ნამდვილად, ეს არის დავა ორ ბიზნესსუბიექტს შორის, ჩვენ ვთავაზობთ მოდავე მხარეს, შეიტანოს სარჩელი ნებისმიერ არბიტრაჟში, უნდათ საქართველოში შევქმნათ ჩვენთვის სანდო პირებისგან არბიტრაჟი, უნდათ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანონ სარჩელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენდობოდეთ იმ უწყებას, რომელიც ჩვენ დავას განიხილავს. ამ წუთში ქართული სასამართლო აპრიორი არასანდოა ამ დავის განხილვისას....
ახალი ომი გაიხსნა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ჩვენი ინტერესის დაცვას, ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე. ვიცით,რომ მხოლოდ „რუსთავი 2"-ის ინტერესების დაცვა ვეღარაფერს მოიტანს უნდა შეიცვალოს ის, ვინც „რუსთავი 2"-ს და ქართულ დემოკრატიას თავს ესხმის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოკალური თავდაცვა და ლოკალური გამარჯვება არ იქნება საკმარისი.... ამიტომ, თავდასხმა უნდა იყოს ხელისუფლებაზე და ეს ხელისუფლება ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ იმიტომ, რომ ამის გარეშე, „რუსთავი 2" რამდენი ეპიზოდური ბრძოლაც არ უნდა მოიგოს, ომს ვერ მოიგებს....
„რუსთავი2“ გადადის საგანგებო მდგომარეობაზე როგორც წინათ. „რუსთავი 2“ კვლავ მოიგებს ამ ომს, დაიხურება „რუსთავი 2" და გაიხსნება ახალი იგივე სახეებით, ამის პირობას გაძლევთ, ეს არაფერს შეცვლის, ჩვენ ამ ომის წაგებას არ ვაპირებთ", განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.