მე არ მეშინია ციხის, ციხიდანაც ვიბრძოლებ, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას მალზახ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.
მაჩალიკაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მას განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა, ამბობს, რომ სუს-ს იგი „ჯოჯოხეთში ჰყავს".
„ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია.... ერთი წელი იმაზე მუშაობენ - როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა.... მე ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ. მომისმინეთ, მე მომიკლეს სახლში შვილი, მე მომიკლეს ჩემ თვალწინ ერთადერთი ვაჟი. მე მაქვს ჩემი ღირსება და ჩემი კაცობა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვცემ ამ საქართველოს პატივს და მაინც კანონის ფარგლებში მინდა დავსაჯო ეს ადამიანები", განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სუს-მა გუშინ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვლს ტერაქტის მომზადებაზე ესაუბრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.