ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში „შეთანხმება დაარღვია“. აღნიშნულმა განცხადებამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებების წინ მტრობა გააძლიერა.
ტრამპის კომენტარს წინ უძღოდა ოფიციალური პეკინის განცხადება, რომ იგი „საჭირო კონტრზომებით“ უპასუხებდა თუკი შეერთებული შტატები გაზრდიდა ტარიფებს ჩინურ პროდუქტებზე.
პარასკევს ტრამპმა აღთქმა დადო, რომ 200 მილიარდის ჩინურ საქონელზე ორმაგ და უფრო მეტ ტარიფებს დააწესებდა.
ამის მიუხედავად, მხარეები ხუთშაბათს შეერთებულ შტატებში სავაჭრო მოლაპარაკებების გასამართად ემზადებიან.
„მათ დაარღვიეს შეთანხმება... მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ასე რომ, ისინი გადაიხდიან“, უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.