დავოსში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისაკენ " სესიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ჯგუფურ დისკუსიაშიც ჩაერთო.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულდეს. ეს რკინიგზა იქნება კასპიის ზღვის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი საქართველოსა და თურქეთის გავლით.
"უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე გლობალურმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ქვეყნების ეკონომიკურმა კონკურენციამ გამოიწვია გლობალიზაციის პროცესების ინტენსიფიკაცია. ახლადაღმოცენებული ბაზრების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობები წამყვან პოზიციას იკავებენ ეკონომიკური ზრდისა და გლობალური კეთილდღეობის გადანაწილების კუთხით. რეგიონული და რეგიონთაშორისი ვაჭრობის ინტენსიფიკაციის წყალობით, რიგმა განვითარებადმა ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს და იქცნენ ძლიერ ეკონომიკურ ძალად. ასეთი აღზევება კი მაღალი დონის ინდუსტრიალიზაციისა და საზღვრებს შორის კომერციული ურთიერთობების სწრაფი გაფართოების შედეგია. გარდა ამისა, განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებში განხორციელდა დიდი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რის წყალობითაც ამ ქვეყნებმა მოიპოვეს სასურველი სტატუსი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მხრივ, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კვლავაც დაუჭერს მხარს და წვლილს შეიტანს ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც ხელს უწყობს რეგიონული და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის პროცესსა და სამხრეთ კავკასიის/კასპიის ზღვის/ცენტრალური აზიის ფართო რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას."- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.589341697823577.1073742098.373058439451905&type=1
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.