ფარული სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნებიდან ერთ დღეში ავსტრიის ვიცე-კანცლერი თანამდებობიდან გადადგა
18-05-2019, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც 17 მაისს ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა.

 


ვიდეოში ჩანს, რომ შტრახე სავარაუდოდ რუს ინვესტორთან პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ სამთავრობო კონტრაქტებს განიხილავდა.

 


შტრახემ განაცხდა, რომ მას თანამდებობაზე ტრანსპორტის მინისტრი ნორბერტ ჰოფერი შეცვლის.

 


მან თქვა, რომ მისი ქმედებები „სულელური“ და „უპასუხისმგებლო“ იყო და თანამდებობას ტოვებდა, რადგან თავიდან აეცილებინა მთავრობისთვის შემდგომი ზიანის მიყენება.

 


შტრახე ამტკიცებდა, რომ იგი „პოლიტიკური თავდასხმის გამიზნულად შერჩეული მსხვერპლი“ აღმოჩნდა.

 


რეპუტაციის შემლახველი ვიდეო, რომელზეც შტრახეა აღბეჭდილი, 2017 წელს ესპანეთის კუნძულ იბიცაზე იქნა გადაღებული, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე იგი მთავრობაში მოვიდოდა.

 


ვიდეო პარასკევს გამოქვეყნდა „Der Spiegel“-ისა და ყოველდღიური „Süddeutsche Zeitung“-ის მიერ. უცნობია თუ ვინ დაგეგმა შეხვედრა და ვინ გადაიღო ის.

 


ფარულად გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ შტრახე და ჯოან გუდენუსი - ასევე „თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსი - ესაუბრებიან ქალს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ოლიგარქის ძმისშვილია. მან ავსტრიელ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ავსტრიაში ინვესტიციის ჩადებას აპირებდა.

 


ორივე პოლიტიკოსი დივანზეა კომფრტულად მოკალათებული, სვამს და სიგარეტს ეწევა.

 


რუსი ოლიგარქის უახლოესი ნათესავი ქალი მათ სთავაზობს, რომ ავსტრიულ გაზეთ „Kronen-Zeitung“-ის 50%-იან წილს იყიდის და ამ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკას „თავისუფლების პარტიის“ სასარგებლოდ შეცვლის.

 


შტრახე ასახელებს რამდენიმე ჟურნალისტს, რომელიც გაზეთიდან უნდა იყოს „გაგდებული“.

 


შტრახე ასევე ჰპირდება რუს ქალბატონს, რომ მას სამთავრობო კონტრაქტები გაუფორმდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი