ტრამპმა მკაცრად გააფრთხილა თეირანი და განაცხადა, რომ აშშ-ირანის ომი ამ უკანასკნელისთვის „დასასრული“ იქნება
20-05-2019, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააფრთხილა ოფიციალური თეირანი, რომ აშშ-ს და ირანს შორის კონფლიქტის ფეთქების შემთხვევაში ეს უკანასკნელი განადგურებული იქნება.

 


„თუკი ირანს სურს ბრძოლა, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ კვირას. „არასოდეს დაემუქროთ ისევ, შეერთებულ შტატებს!“

 


ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სამხედრო გემები და თვითმფრინავბი განალაგა ყურეში.

 


„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, პრეზიდენტმა ტრამპმა აღთქმა დადო, რომ იგი ნებას არ დართავს ირანს განავითაროს ბირთვული იარაღი, მაგრამ დასძინა, რომ არ სურს კონფლიქტი.

 


„მე არ ვარ ისეთი ვინმე, რომელსაც ომის დაწყება უნდა, რადგან ომი დარტყმას აყენებს ეკონომიკას, მაგრამ ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ომი კლავს ადამიანებს“, თქვა მან.

 


ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ომის სურვილი არც მათ გააჩნიათ.

 


„ომი არ იქნება, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ სურს ომი და არც არავის აქვს ილუზია, რომ შეუძლიათ ირანთან დაპირისპირება რეგიონში“, უთხრა მუჰამედ ჯავად ზარიფმა სახელმწიფო სააგენტო „ირნას“, როგორც ამას BBC იუწყება.

 


კვირას ირანის ახალი ამბების სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა ისლამის რევოლუციის მცველების ელიტური შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორის ჰუსეინ სალამის სიტყვების ციტირება, სადაც ნათქვამია, რომ ირანი არ დაეძებს კონფლიქტს, მაგრამ, ამბობს გენერალი, შეერთებული შტატებს „ეშინია ომის და ამის სურვილი არ აქვს“.

 


ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანმა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრ სამ სახელმწიფოსთან - დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, ასევე რუსეთთან და ჩინეთთან - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ 5 წევრს +1 [გერმანია] - 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება შეაჩერა მას შემდეგ, რაც იქიდან გასულ წელს ტრამპის გადაწყვეტილებით ვაშინგტონი ცალმხრივად გამოვიდა და ირანს ისევ მკაცრი სანქციები დაუწესა. თეირანმა ხელშეკრულების შეჩერებასთან ერთად განაცხადა, რომ განაახლებდა ურანიუმის გამდიდრებას, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი