ლეგენდარული ავსტრიელი, „ფორმულა 1“-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლაუდა, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, ორშაბათს ძილში გარდაიცვალა.
მან პირველი ორი ტიტული, 1975 და 1977 წლებში, „ფერარისთან“ ერთად მოიგო, მესამე კი, 1984 წელს, „მაკლარენთან“ ერთად. ბევრისათვის დაუვიწყარია მისი დაბრუნება რბოლაში მას შემდეგ, რაც 1976 წელს გერმანიის „გრანდ პრიქსის“ რბოლაზე ავარიისას სერიოზული დამწვრობა მიიღო.
(ლაუდა, 1976 წლის მარტში გადაღებული ფოტო)
სპორტში კარიერის დასრულების შემდეგ იგი ავიახაზების სფეროში მეწარმე გახდა და ბოლოს პერიოდში „ფორმულა 1“-ის მერსედესის გუნდის არა-აღმასრულებელი თავმჯდომარე იყო.
„მისი, როგორც სპორტსმენის და მეწარმის მიღწევები არის და დარჩება დაუვიწყარი“, ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.