ირაკლი ღარიბაშვილი: „ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს“
22-05-2019, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ რეიტინგი 5-6%-ია და ხმები, რომელიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, ზოგადად ოპოზიციისა და ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები იყო“, განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ და დაამატა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა და „ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს“.

 


„ხალხმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და ამისთვის მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისი თქმით, კარგ შედეგთან ერთად გამოიკვეთა რაღაც მომენტები, რომლის გაძლიერებაც „ქართულ ოცნებას“ მომავალში მოუწევს.

 


როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, შუალედური არჩევნები ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, მოქალაქეები არ არიან მოტივირებული და შუალედური საპარლამენტო არჩევნები მათთვის პრინციპული არჩევანი არ არის.

 


„ჩემი ანალიზით და შეფასებით, მთაწმინდის მოსახლეობისთვის პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი წელი ვინ იქნებოდა მათი დეპუტატი. მე ასე ვთვლი ამას. ვფიქრობ, რეალურად, ეს იყო იმის განმაპირობებელი, რომ დაბალი აქტივობა მივიღეთ. მოსახლეობა არ იყო მოტივირებული, რომ პრინციპული არჩევანი გაეკეთებინათ. მათ პრინციპული არჩევანი გააკეთეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. მათ შორის, მთაწმინდაზე და ყველგან“, განაცხადა ღარიბაშვილმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.

 


მან აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ობიექტურად არსებული ნიჰილიზმი ბუნებრივია, მმართველი გუნდის ბრალიცაა და ნიჰილისტურ განწყობებს ხელისუფლების მოქმედება, აქტიური მუშაობა უნდა დაუპირისპირდეს.

 


„ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც თუნდაც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. ობიექტურად იყო მართვის პრობლემები და სხვა შეცდომები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დაშვებული. ამ ყველაფერმა მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათ შორის, ჩვენს გულწრფელ და ერთგულ ამომრჩეველში ობიექტურად გამოიწვია განაწყენება და საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები გამძაფრდა. ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. ახლა, ჩვენ ხელთ არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ; მოსახლეობას უბრალოდ, იმედები უნდა გავუმართლოთ“, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 


„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ისმის სპეკულაციები, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს გაუკეთა ორგანიზება და თითოეული ამომრჩეველი გამოიყვანა, რაც მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მთაწმინდის ოლქში „ქართულ ოცნებას“ თავისი ძალებით მობილიზება რომ მოეხდინა, შედეგი სულ მცირე, ორჯერ მეტი იქნებოდა.

 

კომენტარები: 1
#1   ბიძინა
      
ეს მძღნერისაგან გამოძერწილი ყლე ხაკიმფაშაპრუწე!!!
23 მაი 2019 01:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი