გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მარტვილის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
გოჭკადილის კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხის ახლადშემატებული ბუნების ძეგლია. კანიონის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედი, ნავმისადგომი და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, დაგეგმილია ასევე მეცამეტე საუკუნის წყლის წისქვილის რეაბილიტაცია.
გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი წლიურად 50 000 -მდე ვიზიტორს უმასპინძლებს. კანიონის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავეა, რომელიც ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.