თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა ერთი ნაწილი გაფიცვას განაგრძობს. თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლები გაფიცულ მძღოლებთან დიალოგს სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში გამართავენ, რის შემდეგაც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა გაფიცვა.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსისგან" ყოველდღიური გეგმის, 55 ლარიანი გადასახადის შემცირებას ითხოვენ. სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან, გლდანიდან, ვაზისუბნიდან. მათ სხვა სამარშრუტო ხაზების მძღოლებიც უერთდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.