ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას ამავე საქმეზე შექმნილი დრობითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ეხმაურება.
„ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან. სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, შსს ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ეს იყო მათ შორის ჩვენი შუალედური რეკომენდაცია", განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომელიც ამბობს, რომ ასევე, აუცილებელია, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოცემული სხვა რეკომენდაციების შესრულებაც.
„იმისთვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც იყოს შესრულებული, განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც მუშაობენ ჯერ კიდევ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს და გააყალბეს....
კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება", განაცხადა კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.