შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, აჩვენებს თუ როგორ აცლიან აუფეთქებელ ნაღმს ირანის რევოლუციის მცველები ომანის ყურეში თავდასხმის შედეგად დაზიანებული სანავთობო ტანკერიდან. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე გააზიარეს იაპონური ტანკერი, სადაც აუფეთქებელი ნაღმი ჩანს, ვიდრე ის მოშორებულია ტანკერიდან.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანს ბრალი დასდო ომანის ყურეში ორ სანავთობო ტანკერზე „უმიზეზო თავდასხმებში“. მან აღნიშნა, რომ ამერიკამ თავისი შეფასება თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ტიპის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.
უფრო ადრე მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ის უთხრა, რომ „ირანს არ გააჩნია კავშირი“ სამშაბათ დილით მომხდარ აფეთქებებთან.
იაპონიის და ნორვეგიის კუთვნილი სანავთობო ტანკერებიდან ათეულობით ეკიპაჟის წევრი იქნა ევაკუირებული მას შემდეგ, რაც საზღვაო ხომალდები ააფეთქეს.
„შეერთებული შტატების შეფასებით თავდასხმებზე პასუხისმგებელი ირანის ისლამური რესპუბლიკაა“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში და დაამატა, რომ ეს ეფუძნება გამოყენებული იარაღის შესახებ ინფორმაციას, „დონეს, რომელიც ოპერაციის შესასრულებლად არის საჭირო, ბოლოდროინდელ მსგავს თავდასხმებს გემებზე და ფაქტს, რომ არც ერთ პროქსი ჯგუფს, რომელიც ოპერირებას ახდენს ამ ტერიტორიაზე, არ გააჩნია რესურსები და პროფესიული დონე, იმოქმედოს ამგვარი მაღალი დონის დახვეწილობით“.
„ეს უმიზეზო თავდასხმები წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, აღმაშფოთებელ თავდასხმას ნავიგაციის თავისუფლებაზე და ირანის მიერ დაძაბულობის ესკალაციის მიუღებელ კამპანიას“, აღნიშნა პომპეომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.