ყავა მკერდის კიბოსაგან დამცველად განიხილება
24-01-2014, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალი კვლევის თანახმად, ქალბატონები, რომლებიც დიდი რაოდენობით ყავას სვამენ, შესაძლოა თავიანთ ორგანიზმს მკერდის კიბოს განვითარების საფრთხისაგან იცავენ, მაგრამ ექსპერტები დაჟინებით თხოვენ ქალებს სიფრთხილის გამოჩენას.


კაროლინსკას ინსტიტუტის კვლევა იმ 6 000 ქალბატონზე ჩატარდა, რომელიც დღეში 5 ფინჯან ყავას მაინც სვამდა. ამ კვლევის მიხედვით, მათში მკერდის კიბოს ერთ-ერთი სახეობის განვითარების რისკი განახევრებული იყო.

 

მაგრამ კიბოს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი და ქალბატონები ყავის სმის ნაცვლად კიბოს რისკების შესამცირებლად უფრო ფოკუსირებულნი ცხოვრების ჯანსაღ წესზე უნდა იყვნენ. ექსპერტების თქმით, ახალ კვლევას დამტკიცება სჭირდება.


შვედი მკვლევარები ახლა უფრო მეტად შრომობენ იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი რაოდენობით ყავის მიღებას ქალბატონებისთვის კიბოსაგან თავის ასარიდებლად სარგებელი მოაქვს.


შვედების თავდაპირველი აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ყავა ამცირებს მკერდის კიბოს იმ აგრესიულ ფორმას, რასაც ესტროგენ-რეცეპტორის უარყოფითი კიბო ეწოდება. (ესტროგენი-ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში).


ოთხიდან ერთ ქალბატონს, რომელსაც მკერდის კიბოს დიაგნოზი ესმება, ესტროგენ-რეცეპტორის უარყოფითი კიბო აქვს. კიბოს ეს სახეობა ხშირად ექვემდებარება წამლებით მკურნალობას და ინტენსიურ ქიმიოთერაპიას საჭიროებს.

 

კვლევებში მონაწილე პროფესორმა პერ ჰოლმა განაცხადა: "ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით, მაგრამ ფაქტია რომ შედეგი საკმაოდ ნათელი იყო. როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით კიბოს ამ აგრესიული ფორმის განვითარებას, აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონებში, რომლებიც დიდი რაოდენობით ყავას სვამდნენ, კიბოს განვითარების რისკი განახევრებული იყო, თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ უნდა ჰქონდეს ყავას ეს ეფექტი.


ცნობილია, რომ ყავა ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს და შესაძლებელია, რომ ნებისმიერ ამ შემადგენლობას ჰქონდეს ეფექტი, თუმცა რომელს, ჯერ ეს ჩვენთვის უცნობია."


კვლევაში მონაწილე ქალბატონებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა ტიპის ყავას სვამდნენ, ესპრესოს, კაპუჩინოს თუ კოფეინისაგან თავისუფალ ყავას.


სანამ უფრო მეტი სამუშაოები არ იქნება ჩატარებული, მანამ პროფესორი ჰოლი არ ურჩევს ქალბატონებს კიდევ უფრო მეტი ყავის მოხმარებას, რადგან მას გვერდითი შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს.


დიდ ბრიტანეთში კიბოს მკვლევარმა, ინკა ებომ ახალი კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა: "ეს კვლევა არ უზრუნველყოფს ნათელ დამამტკიცებელ საბუთს იმისას, რომ ბევრი ყავის მიღება ქალბატონებს მკერდის კიბოსაგან იცავს, რადგანაც ეს კვლევა ეყრდნობა იმ კიბოთი დაავადებული ხალხის მიმართ ნდობას, ვისაც გაკვრით ახსოვდა თუ წლების წინათ რა რაოდენობის ყავა ჰქონდათ მოხმარებული."

 

ახალი კვლევის ავტორები აღიარებენ რომ ამ ყველაფრის უფრო ნათლად დასამტკიცებლად შემდგომი კვლევების ჩატარება აუცილებელი იქნება.


მიუხედავად ამისა, უკვე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ქალბატონები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, მოიხმარენ ცოტა ალკოჰოლს, ან საერთოდ არ სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ ინარჩუნებენ ჯანმრთელ წონას, მკერდის კიბოს დაავადების განვითარებისაგან გაცილებით უფრო მეტად არიან დაზღვეულნი და ისინი ფაქტობრივად, მკერდის კიბოს დაბალ რისკ-ჯგუფში არიან მოქცეულნი.

 


მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი