[ვიდეო] ანგელა მერკელს კიდევ ერთხელ დააწყებინა კანკალი ბერლინში ცერემონიისას - რას შეიძლება ჰქონდეს ადგილი?
28-06-2019, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაეწყო კანკალი ბერლინში ცერემონიისას - 8 დღის შემდეგ, ანალოგიური შემთხვევიდან. ვიდეოში ჩანს, რომ 64 წლის მერკელს ხელები მაგრად აქვს ერთმანეთთან ჩაჭიდებული, ხოლო მისი სხეული კანკალს აქვს აყვანილი. დაახლოებით 2 წუთის შემდეგ, იგი უფრო მტკიცედ გამოიყურება და ხელს ართმევს თავის იუსტიციის მინისტრს.

 


მას ჭიქა წყალი შესთავაზეს, მაგრამ დალევაზე უარი განაცხადა. წინა ინციდენტი მერკელმა გაუწყლოებას დააბრალა.

 


მოგვიანებით, შუადღისას, გერმანიის კანცლერი დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა.

 


„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ფედერალური კანცლერი თავს შესანიშნავად გრძნობს“, განაცხადა მერკელის წარმომადგენელმა სტეფან შეიბერტმა.

 


გერმანიის ახალი ამბების სააგენტო DPA-ის ცნობით, ძალიან ცხელი ამინდის მიუხედავად, ბელევუეს სასახლეში ცერემონიის დროს, სადაც პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იუსტიციის მინისტრს, ქრისტინე ლამბრეხტს წარადგენდა, გრილოდა.

 


ხუთშაბათის ინციდენტამდე მერკელს კანკალი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დროს, მცხუნვარე მზეზე დგომისას დააწყებინა. მან თქვა, რომ მას შემდეგ გამოკეთდა, რაც გარკვეული ოდენობის წყალი დალია.

 

 

 


იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ მას კვირას მწვავე მოლაპარაკებები ელოდება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელზე უნდა იმსჯელონ.

 


ოთხშაბათს მერკელმა ბუნდესტაგში საათზე მეტხანს მიიღო დებატებში მონაწილეობა, მოგვიანებით კი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სიტყვა წარმოთქვა.

 


რას შეიძლება ჰქონდეს ადგილი?

 


სამთავრობო წყაროებმა გერმანიის მედიას უთხრეს, რომ არაფერი სანერვიულო არ არის და იგი ოსაკაში გაემგზავრა. მერკელის წარმომადგენელმა „თვითერზე“ დაწერა, რომ კანცლერს „არაერთი ორმხრივი მოლაპარაკება და სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებთან აქვს შეხვედრები დაგეგმილი“.

 


როგორც BBC იუწყება, მერკელს კანკალი გაცილებით ადრე, 2017 წელსაც დააწყებინა, როდესაც ფედერალური კანცლერი მექსიკაში ვიზიტის დროს, ცხელ ამინდში, საპატიო სამხედრო ცერემონიას ესწრებოდა.

 


მას დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ჯანმრთელობისთვის საზიანო არაფერი არ აღმოჩენილა. მაგალითად, არ ყოფილა პარკინსონის დაავადების სამხილი, რომლის სიმპტომს უკონტროლო კანკალი წარმოადგენს.

 


ვებგვერდმა Focus-მა წამყვან ბავარიელ ექიმს, იაკობ ბერგერს ჰკითხა, თუ რას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ამ დროს, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ კანცლერმა რაც შეიძლება მალე უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მან პარკინსონის დაავადება გამორიცხა, მაგრამ თქვა: „ის რომ ჩემი პაციენტი ყოფილიყო, მე მის (იაპონიაში) გამგზავრებამდე უდავოდ გამოვკვეთდი სიმპტომებს“.

 


ჯანდაცვის სფეროს კიდევ ერთმა სპეციალისტმა, დოქტორმა ქრისტოფ სპეხტმა გერმანულ მედიას უთხრა, რომ კანცლერს შესაძლოა ინფექცია შეეყარა. ინფექცია კი პოტენციურად რაღაც სხვა რამის მიზეზია და მერკელმა შემოწმება უნდა გაიაროს, განაცხადა სპეხტმა.

 


სააგენტო DPA-ის ცნობით, კანცლერს პირადი ექიმი არ ჰყავს, მაგრამ მას ნამდვილად აქვს უმაღლესი სამედიცინო მომსახურების გაწევის პირობები. ბერლინში მისი ოფისი ახლოს არის Charité-სა და სამხედრო საავადმყოფოებთან და კანცელარიის ხელმძღვანელი ინტენსიური ჯანდაცვის კვალიფიციური დოქტორია.

 


მთავრობის წარმომადგენელმა უარი განაცხადა კომენტარზე, თუ რას სახის სამედიცინო მომსახურება შეიძლება ჰქონოდა კანცლერს, მაგრამ იაპონიაში მგზავრობისას საჭიროების შემთხვევაში მას სამედიცინო მომსახურების გაწევის საშუალება ექნება, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექიმი ყოველთვის თან ახლავს გერმანულ დელეგაციებს უცხოეთის მნიშვნელოვანი ვიზიტებისას.

 


მერკელი ამჟამად კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით მოღვაწეობს. პირველად იგი 2005 წელს იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე. მან განაცხადა, რომ ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წელს, დატოვებს პოსტს.

 


მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყო და მას არც 2011 წელს, მუხლზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ შეუწყვეტია უფლებამოსილების განხორციელება და სახლიდან განაგრძობდა მუშაობას. 2014 წელს იგი თხილამურებზე დგომისას წაიქცა, მაგრამ ამ დროსაც ხანმოკლე პერიოდით მოუწია ოფისიდან მოცილება. მიმდინარე წელს მას დედა გარდაეცვალა.

 


თუკი მოხდა ისე, რომ მერკელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი უფლებამოსილების განხორციელება ვერ შეძლო, მაშინ მის ადგილს ვიცე-კანცლერი ოლაფ შოლცი დაიკავებს. იგი ამჟამად ფინანსთა მინისტრი და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელია - კოალიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტნიორი.

 


ომის შემდგომ გერმანიაში მერკელი კანცლერის პოსტზე ჯერჯერობით მესამე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პირია. რეკორდი ამ მხრივ მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ წინამორბედმა, ჰელმუტ კოლმა მოხსნა. მან 16 წელიწადზე მეტი იმსახურა კანცლერის თანამდებობაზე. მეორე ყველაზე ხანგრძლივად მომსახურე კანცლერი კი კონრად ადენაუერი იყო (14 წელზე მეტი).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი