დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ისტორიულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ - აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვაშინგტონში მიიწვია
30-06-2019, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. იგი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც დემილიტარიზებული ზონის საზღვარი გადაკვეთა და ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დაადგა.

 


აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი პრეზიდენტი ტრამპი იყო. ჩრდილოეთ კორეამ მის ამ ინიციატივას „ძალიან საინტერესო“ უწოდა.

 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჟე ინმა განაცხადა, რომ ტრამპი და კიმი „ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ მშვიდობისთვის“.

 


მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდება.

 


თებერვალში მათი ბოლოს გამართული შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების თაობაზე რაიმე პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა.

 


უფრო ადრე, სეულში გამართულ პრესკონფრენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მან და კიმმა „ძალიან კარგი ურთიერთობები განავითარეს“ და იგი მოუთმენლად ელოდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში რიგით მესამეა.

 


„ეს იქნება ძალიან ხანმოკლე შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ეგ ნორმალურია. ხელის ჩამორთმევა ბევრს ნიშნავს“, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს დაგეგმილი არ ყოფილა, უბრალოდ სამხრეთ კორეაში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რახან აქ იმყოფებოდა, სალამი ეთქვა კიმისთვის: „სალამი, მე აქ ვარ და მოდი ვნახოთ, შემიძლია თუ არა ვთქვა გამარჯობა“.

 


რა მოხდა დემილიტარიზებულ ზონაში?

 


ლიდერებმა ერთმანეთს ხელი დემილიტარიზებულ ზონაში ორი კორეის გამყოფ საზღვარზე, სადემარკაციო ხაზზე ჩამოართვეს, რის შემდეგაც ტრამპმა ხანმოკლე დროით ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა და აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დაადგა.

 

 

 


„სასიამოვნოა თქვენი ნახვა ისევ. მე არასოდეს მოველოდი, რომ ამ ადგილზე შეგხვდებოდით“, უთხრა მომღიმარმა კიმმა ტრამპს თარჯიმნის მეშვეობით. მათი ეს შეხვედრა მსოფლიოს არაერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 


„დიდი მომენტია. უზარმაზარი პროგრესია“, განაცხადა ტრამპმა.

 


სამხრეთ კორეის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ტრამპის გვერდით მდგომმა კიმმა, რომელიც ლაღად გამოიყურებოდა, განაცხადა: „მჯერა, რომ ეს არის მისი მზაობა აღმოიფხვრას წარსულის ყველა წარუმატებლობა და გაიშალოს ახალი მომავალი“.

 


მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ლიდერების შეხვედრა აღწერილი იყო, როგორც ხანმოკლე, მხოლოდ მისალმების მიზნით გამართული შეხვედრა, ტრამპის და კიმის მოლაპარაკებებმა სამხრეთ კორეის მხარეს მდებარე შენობაში, რომელიც „თავისუფლების სახლად“ არის ცნობილი, თითქმის 1 საათს გასტანა. ტრამპმა კიმ ჩენ ინი ვიზიტად ვაშინგტონში მიიწვია. 

 


ტრამპს და კიმს მოკლე დროით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჟე ინი შეუერთდა, რითაც სამმხრივი ფორმატის შეხვედრამ უპრეცდენტო ხასიათი მიიღო.

 


ტრამპის გვერდით მდგომმა კიმმა პრესის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ეს შეხვედრა მათი „ჩინებული“ ურთიერთობების სიმბოლოა.

 

 

 


უწოდა რა მათ მეგობრობას „განსაკუთრებულად დიდებული“, ტრამპმა, რომელიც ერთ დროს კიმს „რაკეტის კაცუნად“ მოიხსენიებდა, განაცხადა, რომ ეს იყო „დიდი დღე მსოფლიოსთვის“ და „ამაყია იმით, რომ ორი კორეის გამყოფ ხაზს გადააბიჯა“.

 


აშშ-ის არაერთი პრეზიდენტი ჩასულა მანამდე დემილიტარიზებულ ზონაში, სადაც 1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ ნახევარკუნძულის ორი სახელმწიფოს გამყოფი ზოლია გავლებული, მაგრამ მათი ვიზიტები დიდწილად სამხრეთ კორეისთვის მხარდაჭერის გამოხატულებას წარმოადგენდა.

 


მანამდე ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის ორი ყოფილი პრეზიდენტია ნამყოფი - ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი. ისინი ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანში ჩაფრინდნენ, მაგრამ მხოლოდ მას სემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი