ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბარალეთისა და იხტილის მცხოვრებლების მხრიდან ბარალეთი-კოჩიოს და ბარალეთი-იხტილას გზის მონაკვეთის უხარისხო ასფალტირებაზე უამრავი საჩივრის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დეპუტატებთან ერთად ადგილზე გაეცნო სიტუაციას და შეისწავლა აღნიშნული უხარისხო ასფალტირებული გზის მონაკვეთი, იტყობინება ახალქალაქის საკრებულო.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობითვე, ბარალეთი-იხტილას გზის მშენებელი შპს „ჯავახავტოგზა“ დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებას, რომ გამოსწორებულიყო ცუდად შესრულებული სამუშაოები.
როგორც GUARDIAN.GE-ის შპს „ჯავახავტოგზის“ დირექტორმა, ნოდარ ინასარიძემ განუცხადა, დაზიანებები უმნიშვნელო იყო და უკვე შეკეთებულია დაზიანებული მონაკვეთი.
შპს „ლუკრის“ (ბარალეთი-იხტილას გზის მონაკვეთის მშენებელი კომპანია) დირექტრომა ივანე ხითარიშვილმა კი GUARDIAN.GE-ის უთხრა, რომ ბარალეთი-იხტილას გზის მონაკვეთზე, რომელზედაც დაზიანებები მძიმე წონის ტექნიკის გადაადგილებამ გამოიწვია, აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.