რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოს წინააღმდეგ მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების დადგენილება მიიღო
09-07-2019, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, რომ განიხილოს მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტის წინაშე წარსდგეს.

 


სახელმწიფო სათათბიროში აკონკრეტებენ, რომ ზომები შესაძლოა შეეხოს ღვინისა და მინერალური სასმელების შეტანას, ასევე საფინანსო და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებს, ტურისტულ საქმიანობას და საბაჟო სფეროს.

 

 

რუსი კანონმდებლები ამის მიზეზად „უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციას“ ასახელებენ. დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ რადიკალური ქართული ძალების ღია თავდასხმები განაპირობებენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ დეგრადაციას. 

 

 

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, შეზღუდვების მიღების შემთხვევაში მას დროებითი ხასიათი ექნება და იგი მიმართული იქნება „რუსეთის ინტერესების დაცვის, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების დაცვისაკენ“.

 


სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა წინა დღით განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ პირველ ადგილს იკავებს და 2018 წელს გადარიცხულმა თანხამ 641 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი