ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 44 ადამიანი შეეწირა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა. ადგილობრივი მთავრობა შიშობს, რომ გარდაცვლილების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
აფეთქებები ქიმიური ნივთიერებების საწყობში მოხდა. შედეგად დაზიანდა და დაიწვა ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობები და ასობით ავტომობილი.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ნანგრევებში მოყოლილი და დაშავებული ადამიანები გადაარჩინონ. შემთხვევის ადგილას მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.