„ხალხის მოსყიდვა, ერის წმინდა მისწრაფებების ფულით გარყვნა, კრიმინალური ქუჩის ელემენტებით ისევ ფულით ხალხზე ძალადობა, სახელმწიფო ინტერსებსა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესების შერწყმა ისევ და ისევ ფულის მეშვეობით, ფულით გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლების გახანგრძლივება - როდის აქეთ გახდა ეს ყველაფერი მისაბაძი ან კარგი ბიზნესმენობის მაჩვენებელი?! ცოტა ხომ არ აგვერია ეროვნული ფასეულობების შკალაზე?!“ - რიტორიკულად კითხულობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და თავადვე იძლევა პასუხს.
„გიპასუხებთ! ეს გახდა მისაბაძი და კარგი ტონის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც რუსეთის ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული, ძალადობრივი, თავისი ხალხის იგნორირებადი სისტემა გახდა საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილისთვის მისაბაძი და აღფრთოვანების საგანი! მაშინ დაიწყო ჩვენი უბედურებები...
ან კიდევ სხვა გავრცელებული სენტენცია: მართალია, პუტინი ცუდია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერი ლიდერია!..“ რაოოო?! რას მელაპარაკებით?! როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს ძლიერი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ძალადობს საკუთარ ხალხზე, საკუთარ ერზე, ყოველგვარ დემოკრატიას გადაუსვა ხაზი და თავის თავს ირჩევს, როცა უნდა მაშინ. აი, ასევეა ბიძინა ივანიშვილი. რა ბიზნესმენობაზე მელაპარაკებით?! იმიტომ, რომ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტს და შეუძლია, ეს ფული ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენოს ადამიანის ისეთი ყველაზე მდაბიური, ყველაზე ბინძური ცნებებისა და ინსტინქტების გამოსაღვიძებლად, რომელსაც ადრე ხალხი მალავდა. დამერწმუნეთ, ჩემს თაობაში თუ ადამიანი იღებდა ფულს რაღაცაში, ის ამას არ აფიშირებდა. პირიქით, საგულდაგულოდ მალავდა. დღეს თავს იწონებენ იმით, თუ შენ არ გაქვს არავითარი საკუთარ აზრი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე და ამ თქვენს აზრს აყალიბებთ იმისდა მიხედვით, თუ ვინ რამდენს გადაგიხდით ერვნული ფასეულობების აუქციონზე, რომელიც დღეს ღიად არის გამოცხადებული. მოქალაქეები შედიან ამ გარიგებაში, იღებენ ფულს და თუ წინათ ეს იყო დამალვის საგანი, და ხალხს იმის რცხვენოდა, რომ რაღაცის გამო სულს ყიდიდა, ფარულ გარიგებებს ახდენდა მაცდუნებელთან, დღეს ასეთ გარიგებაზე ლაპარაკობენ სიამაყით - ბიჭო, რა კარგი ბიზნესი გავაკეთე!.. გამრიგებელი მხარე, რომელმაც მოისყიდა რიგითი მოქალაქე (და, სხვათა შორის, დაარღვია კანონი) და მოქალაქე, რომელმაც გაყიდა თავის პოზიცია, თავისი ხმები (და სხვათა შორის, უარყო ელემენტალურ ზნეობა), ითვლებიან კარგ ბიზნესმენებად. ეს ითვლება კეთილსინდისიერ, მომგებიან გარიგებად. ოოოო, ძალიან დიდი ბოდიში!.. ამას ვერ დავეთანხმები. მით უმეტეს, რომ ამაში გარეულია დიდი რაოდენობის რიგითი მოქალაქე და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა“, აცხადებს თემურ ალასანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.