თემურ ალასანია: ბიძინა ივანიშვილის რა ბიზნესმენობაზე მელაპარაკებით?!
15-07-2019, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხალხის მოსყიდვა, ერის წმინდა მისწრაფებების ფულით გარყვნა, კრიმინალური ქუჩის ელემენტებით ისევ ფულით ხალხზე ძალადობა, სახელმწიფო ინტერსებსა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესების შერწყმა ისევ და ისევ ფულის მეშვეობით, ფულით გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლების გახანგრძლივება - როდის აქეთ გახდა ეს ყველაფერი მისაბაძი ან კარგი ბიზნესმენობის მაჩვენებელი?! ცოტა ხომ არ აგვერია ეროვნული ფასეულობების შკალაზე?!“ - რიტორიკულად კითხულობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და თავადვე იძლევა პასუხს.

 


„გიპასუხებთ! ეს გახდა მისაბაძი და კარგი ტონის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც რუსეთის ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული, ძალადობრივი, თავისი ხალხის იგნორირებადი სისტემა გახდა საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილისთვის მისაბაძი და აღფრთოვანების საგანი! მაშინ დაიწყო ჩვენი უბედურებები...

 


ან კიდევ სხვა გავრცელებული სენტენცია: მართალია, პუტინი ცუდია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერი ლიდერია!..“ რაოოო?! რას მელაპარაკებით?! როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს ძლიერი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ძალადობს საკუთარ ხალხზე, საკუთარ ერზე, ყოველგვარ დემოკრატიას გადაუსვა ხაზი და თავის თავს ირჩევს, როცა უნდა მაშინ. აი, ასევეა ბიძინა ივანიშვილი. რა ბიზნესმენობაზე მელაპარაკებით?! იმიტომ, რომ უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტს და შეუძლია, ეს ფული ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენოს ადამიანის ისეთი ყველაზე მდაბიური, ყველაზე ბინძური ცნებებისა და ინსტინქტების გამოსაღვიძებლად, რომელსაც ადრე ხალხი მალავდა. დამერწმუნეთ, ჩემს თაობაში თუ ადამიანი იღებდა ფულს რაღაცაში, ის ამას არ აფიშირებდა. პირიქით, საგულდაგულოდ მალავდა. დღეს თავს იწონებენ იმით, თუ შენ არ გაქვს არავითარი საკუთარ აზრი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე და ამ თქვენს აზრს აყალიბებთ იმისდა მიხედვით, თუ ვინ რამდენს გადაგიხდით ერვნული ფასეულობების აუქციონზე, რომელიც დღეს ღიად არის გამოცხადებული. მოქალაქეები შედიან ამ გარიგებაში, იღებენ ფულს და თუ წინათ ეს იყო დამალვის საგანი, და ხალხს იმის რცხვენოდა, რომ რაღაცის გამო სულს ყიდიდა, ფარულ გარიგებებს ახდენდა მაცდუნებელთან, დღეს ასეთ გარიგებაზე ლაპარაკობენ სიამაყით - ბიჭო, რა კარგი ბიზნესი გავაკეთე!.. გამრიგებელი მხარე, რომელმაც მოისყიდა რიგითი მოქალაქე (და, სხვათა შორის, დაარღვია კანონი) და მოქალაქე, რომელმაც გაყიდა თავის პოზიცია, თავისი ხმები (და სხვათა შორის, უარყო ელემენტალურ ზნეობა), ითვლებიან კარგ ბიზნესმენებად. ეს ითვლება კეთილსინდისიერ, მომგებიან გარიგებად. ოოოო, ძალიან დიდი ბოდიში!.. ამას ვერ დავეთანხმები. მით უმეტეს, რომ ამაში გარეულია დიდი რაოდენობის რიგითი მოქალაქე და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა“, აცხადებს თემურ ალასანია.

 

კომენტარები: 4
#4   ელიზა
      
ყველაფერს აქვს ზღვარი, მაგრამ ასეთი უსაზღვრო უსინდისობა არც მინახავს და არც გამიგია.
15 ივლისი 2019 14:09
#3   დიმიტრი
      
ეს მიხუილოზე ჭკვიანი მეგონა... არადა, რა სირი ყოფილა. მეტი ბაგაჟი ტვინში რომ არა აქვთ, ამიტომაც არიან ასეთები, სულგაყიდულნი.
15 ივლისი 2019 06:48
#2   აპრაკუნე
      
ნამუსი აღარაა და სინდისი ამ სირს რომ აყბედებენ ამან და ამისმა დისშვილმე გადაჭამეს საქართველო და ეს ყვერი წერს ერზე რომელსაც აგინებს?
15 ივლისი 2019 05:30
#1   ფატი
      
საერთოდ არ წამიკითხავს ამ კაცის რაგაც ბოდვები ისე ვტოვებ კომენტარს. ვინც საქართველოს მომავალზე არუნდა ილაპარაკოს ეგ შენ ხარ და შენი ვითხა დიშვილი. ასე როგორ გძულთ ქართველი ხალხი და ქვეყანა. თავი დაგვანებეთ დავიღალეთ თქვენი პროვოკაციებით და სულსი ჩაფურთხებით!
15 ივლისი 2019 03:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი